რა რაოდენობის ტკბილეული მივირთვათ იმისთვის, რომ ფიგურას ზიანი არ მივაყენოთ - Marao

რა რაოდენობის ტკბილეული მივირთვათ იმისთვის, რომ ფიგურას ზიანი არ მივაყენოთ

2023-01-30 14:45:28+04:00


რეკომენდაციების მიხედვით, შაქრის ყოველდღიური დოზა ზრდასრული ადამიანისთვის დაახლოებით 25-50 გრამია - ეს დაახლოებით 5-10 ჩაის კოვზ გრანულირებულ შაქარს უდრის. სწორედ ტკბილეულის ეს რაოდენობა არ მოქმედებს უარყოფითად კანსა და ფიგურაზე და დიეტურ ჩარჩოშიც ჯდება - თუ არ ვსაუბრობთ კეტო-დიეტასა და სხვა დაბალ ნახშირწყლოვანი წონის დაკლების გეგმებზე.

50 გრამი შაქრის ეკვივალენტები

  • ნახევარი რძიანი შოკოლადი
  • 4 კანფეტი
  • 4 პატარა ნამცხვარი
  • 1 ტკბილი კრუასანი
  • 2 პატარა კოვზი ნაყინი

გარდა ამისა, შაქარი ხილსა და თაფლშიც გვხვდება - ბევრს ხშირად ავიწყდება ეს და არ ითვალისწინებს მათ ნახშირწყლების ყოველდღიური მიღებისას. ისწავლეთ დიეტის დაბალანსება მასში შაქრის მისაღები რაოდენობის დამატებით: როგორც ნატურალური პროდუქტების, ასევე საკონდიტრო ნაწარმის სახით. დიახ, ამას შეიძლება დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდეს, მაგრამ შედეგად, თქვენ ტკბილეულის დასაშვები პორციების თვალით განსაზღვრას ისწავლით.