იაპონელი ქალების მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლოს ამოხსნის მცდელობისას, ბევრი ექსპერტი მიუთითებდა კლიმატზე, ჰაერსა და გენეტიკურ კოდზეც კი.

იაპონიის მკვიდრთა დიეტის საფუძველია ბრინჯი, თევზი, ბოსტნეული, მწვანე ჩაი - ბოჭკოების, ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო.
ბრინჯი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მათ შორის, რიბოფლავინით. მას "სილამაზის ვიტამინს" უწოდებენ, რადგან ის ორგანიზმში კოლაგენის დონეს ინარჩუნებს,

ხორცპროდუქტების ნაცვლად იაპონელი ქალები უპირატესობას თევზსა და ზღვის პროდუქტებს ანიჭებენ. ისინი დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს შეიცავს, რაც დადებითად მოქმედებს გულის მდგომარეობაზე და ხელს უწყობს კოლაგენის შენარჩუნებას.
დაბოლოს, მწვანე ჩაი - კიდევ ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უშლის კანის და მთელი სხეულის დაბერებას. იაპონელი ქალები უარს არც ტრადიციულ ტკბილეულზე ამბობენ. ეს ტკბილეული ძირითადად ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება და პატარა ულუფების მიირთმევენ.
