გარეგნობასა და იმიჯზე გავლენას ძალიან ბევრი რამ ახდენს და შესაძლოა, სულ მცირე დეტალმაც კი ჩვენი ასაკი შეცვალოს. ამიტომაც, დღეს რამდენიმე მარტივ ხრიკს გაჩვენებთ, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, გაცილებით ახალგაზრდულად და თანამედროვედ გამოიყურებოდეთ:
სათვალე წვრილი თუ სქელი ჩარჩოთი?
თუ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ ან კიდევ სათვალე თქვენი იმიჯის ნაწილია, მაშინ დიზაინერები გირჩევენ, რომ წვრილი ჩარჩოს ნაცვლად, სქელი აირჩიოთ. უპირატესობა ნათელ ფერებს მიანიჭეთ და ასე ბევრად უფრო ეფექტური გახდებით.
ნათელი ფერის სამოსი თუ მუქი?
შავი საბაზისო ფერია, რომელიც თითქმის ყველაფერს უხდება. თუმცა ზრდასრულ ასაკში დიზაინერები გირჩევენ, რომ თუ ნათელი ფერის სამოსს მოირგებთ, გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებით.
სამოსი ყვავილებიანი პრინტით
იმისათვის, რომ გაცილებით მოდურად, ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ და თავი მსუბუქად იგრძნოთ, უპირატესობა მიანიჭეთ არა დიდი ზომის ყვავილებიან პრინტს, არამედ წვრილი ყვავილისა თუ სხვა ფიგურის გამოსახულებას.
წაიკითხეთ სრულად