რჩევები

მაკიაჟის უნივერსალური ხრიკები

მაკიაჟის უნივერსალური ხრიკები

შესაძლოა,  მთელი ცხოვრება იყენებდე დეკორატიულ კოსმეტიკას,  მაგრამ ბოლომდე არ იცოდე მისი შესაძლებლობები. გთავაზობთ ცნობილი ვიზაჟისტების რჩევებს:

თუ ხელთ არ გაქვთ მოცულობის მიმცემი ტუში, გამოიყენეთ ჩვეულებრივი ფხვიერი პუდრი. პუდრი მიიფრქვიეთ წამწამებზე, შემდეგ წაისვით ტუჩში - წამწამები უფრო ხშირი და ფუმფულა გამოჩნდება. გამოხედვა უფრო გამჭოლი და მბრწყინავი რომ გახდეს, გამოიყენეთ თეთრი სადაფისფერი ჩრდილი, რომელსაც წაისვამთ თვალის შიდა კუთხეში, ზედა და ქვედა ქუთუთოზე ასო V-ს ფორმით.

საღამოს შეხვედრის წინ, თუ გინდათ, სწრაფად შეისწოროთ მაკიაჟი, გამოიყენეთ ქაღალდის სველი ხელსახოცი.
დაისველეთ სახე, მოიშორეთ დღის განმავლობაში დაგროვებული მტვერი. ამის შემდეგ მსუბუქად გადაისვით პუდრი. წამწამებზე ტუშს ნუღარ წაისვამთ, რადგან საღამოს ტუში ჩამოცვენას დაიწყებს.

საქმიანი ქალის დღის მაკიაჟი ენერგიული უნდა იყოს. ამის მიღწევა შესაძლებელია პომადის დახმარებით. ოფისში რეკომენდებულია ნათელი ფერის გლუვი პომადა, სტაფილოსფრიდან ქლიავისფრამდე. ის კარგად შეესაბამება საქმიან კოსტიუმს და ბიზნესლედის ქალურ იერსახეს აძლევს. საღამოს ღონისძიების წინ პომადაზე შეიძლება პრიალა საცხის წასმა, რათა ნაკლებად ოფიციალური იერი მიიღოთ.

მაკიაჟმა დიდხანს რომ შეინარჩუნოს სახე, წაისვით ტონალური კრემი უშუალოდ გაწმენდილ კანზე, არ გამოიყენოთ მაკიაჟის საფუძველი. შემდეგ გადაისვით პუდრი და წაისვით რუჯი. აიღეთ 3 კუბი ყინული და ენერგიული, წრიული მოძრაობებით წაისვით სახეზე. არ შეგეშინდეთ მაკიაჟის გათხაპნის - თითოეული კუბი გამოიყენეთ, სანამ დნობას დაიწყებს.

მოშვებულ, დაღლილ კანს მაკიაჟის წასმამდე სიხალისე შემატეთ, რისთვისაც ლიმონის წვენი აურიეთ წყალში (წვენი წყალზე ნაკლები უნდა იყოს) და წაისვით სახეზე. მიღებული ეფექტი უტოლდება ძვირად ღირებული ლიფტინგ-საშუალებების მოქმედებას. თვალები რომ ბრწყინავდეს, თვალის კუთხეში დასვით პაწაწინა წითელი წერტილი. ამისთვის დაგჭირდებათ ფუნჯი და პომადა.

დეკორატიული კოსმეტიკა ხშირად არამდგრადია, რის გამოც ნებისმიერი, "პროფესიული" მაკიაჟიც შეიძლება გაითხაპნოს. რეკომენდებულია ცვილსა და სილიკონზე დამზადებული სპეციალური კოსმეტიკის გამოყენება, რომელიც დიდხანს შეინარჩუნებს სახეს.

მაკიაჟის მდგრადობის გასაზრდელად ქუთუთოებზე ჯერ ტონალური კრემი და პუდრი წაისვით, შემდეგ თვალის კონტური შემოიხაზეთ. შეგიძლიათ პუდრი ფანქრის ხაზსაც გადაუსვათ ან იმავე ფერის ჩრდილი წაისვათ. ტუჩებზე წაისვით ტონალური კრემის ან პუდრის თხელი ფენა, შემდეგ შემოხაზეთ კონტური ფანქრით და წაისვით პომადა ფუნჯით.

არ დაივიწყოთ მარტივი წესები: ტონალური კრემი თხელ ფენად გადაისვით მთელ სახეზე ქუთუთოების, შუბლისა და ყელის მესამედის ჩათვლით. თუ სპეციალური კონსილერი არ გაქვთ, ტონალური კრემი ფუნჯით აკურატულად წაისვით მუქ უპეებზე და თითების ბალიშების შეხებით ზევიდან ქვევით გაანაწილეთ. ტონალურ კრემს აფიქსირებენ ფხვიერი პუდრით, რომელიც საბოლოოდ ათანაბრებს ფერს, ფარავს ფორებს და რელიეფურ გამოზნექილობებს. ტონალური კრემი თანაბრად რომ განაწილდეს და ნაკლებად შესამჩნევი იყოს კანზე, შეგიძლიათ შეურიოთ დამატენიანებელ კრემში 3:2 თანაფარდობით.

ღაწვებზე მიიფრქვიეთ ნამზეური ფერის პუდრი და გადაისვით რუჟი. სპილოსძვლისფერი, ღია ჩრდილები გადაისვით ცხვირის ზედაპირზე ვიწრო ზოლად. ამასთან, თუ ცხვირის ვიზუალურად დაპატარავება გსურთ, ეს ხაზი ცხვირის წვეროდან 1 სმ-ით დაშორებული უნდა იყოს. ოდნავ შეახეთ რუჟი ცხვირის წვერს, ყურის ბიბილოს და ნიკაპს. მთავარია, არცერთი წამით არ დაეჭვდეთ საკუთარ განუმეორებლობაში.

გააკეთეთ აქცენტი სახის სამ მკაცრ განსაზღვრულ წერტილზე. I წერტილი - წარბქვეშ მიდამოს შიდა მხარე. წაისვით რუჟი წარბის გასწვრივ; II- ღაწვი და ღაწვქვეშა სივრცე - ოდნავ შეახეთ რუჯი და ბოლოს ზედა ტუჩი დაიხატეთ წარბის ხაზის პარალელურად. აღნიშნული წერტილები წარმოქმნის რომბს, სახე ვიზუალურად გადატკეცილია, უფრო ახალგაზრდულად და ნათლად გამოიყურება.

ამ ტექნიკის დაუფლებით ნებისმიერ ქალს შეუძლია, უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს მხოლოდ პომადისა და რუჯის დახმარებით.
ბეჭდვა
e87a93