ცელულიტი ყალიბდება კანქვეშა-ცხიმოვანი ფენის სტრუქტურის შეცვლის შედეგად. როგორც წესი, ის ჩნდება თეძოსა და დუნდულებზე, მაგრამ ხანდახან მუცელსა და ხელებზეც. გთავაზობთ ტოპ-4 მეთოდს, რომლებიც მისგან სწრაფად გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
სწორი კვება – სილამაზისა და ჯანმრთელობის საწინდარია
სინამდვილეში დიეტოლოგებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები ცელულიტისგან გათავისუფლებაშიც დაგვეხმარება. მაგრამ როგორც კვლევებმა აჩვენეს, ცხიმიანი, შებოლილი, მარილიანი საკვების შემცირება დადებითად აისახება როგორც ორგანიზმზე, ასევე კანის მდგომარეობაზეც.
იხელმძღვანელეთ ჯანმრთელი და დაბალანსებული კვების რჩევებით. უცხიმო ხორცი, მოხარშული ინდაური, თეთრი თევზი, უჯრედისით მდიდარი ბოსტნეული, უგაზო მინერალური წყალი – ყველა ამ კომპონენტმა, შესაძლოა, სრულიად არ გაგათავისუფლოთ "ფორთოხლის კანისგან", მაგრამ კანს მეტად გლუვსა და ელასტიკურს ნამდვილად გახდის, ანუ დაუბრუნებს მას თვისებებს, რომელსაც კანი ცელულიტის გაჩენასთან ერთად კარგავს.
სანამ ახალი – ჯანმრთელი მენიუთი იხელმძღვანელებდეთ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. აუცილებელია იცოდეთ, წყლის რა რაოდენობის მიღება შეგიძლიათ ყოველდღიურად ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.
გარდა ამისა, ანტიცელულიტური მენიუს მთავარი კომპონენტია გრეიპფრუტი. ეს ციტრუსი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია გამოიტანოს ზედმეტი ცხიმი კანქვეშა ქსოვილებიდან.
როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს სახლის პირობებში
არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპია ცელულიტთან ბრძოლისას სახლის პირობებში კანის მოვლა. უსწორმასწორო ზედაპირს სხეულზე შეამცირებს კანის დატენიანება და მისი სწორად კვება.
სახლის ანტიცელულიტური არსენალი – ეს არა მხოლოდ დამატენიანებელი კრემია, არამედ ანტიცელულიტური სკრაბი სხეულისთვის, რომელიც კანს არა მხოლოდ აშორებს მკვდარ და გარქოვანებულ ნაწილებს, არამედ ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს მეტაბოლიზმს. სკრაბის გამოყენება კვირაში ორჯერ დადებითად მოქმედებს კანზე და ცელულიტს ნაკლებ შესამჩნევს ხდის, კანი კი მეტად გლუვი და მკვრივი ხდება.
კოსმეტოლოგები გვასწავლიან, როგორ დავამზადოთ სკრაბი სახლის პირობებში. ტანისთვის სახლის სკრაბის რეცეპტი დაფუძნებულია პალმის ზეთსა და ზღვის მარილზე (ან ყავისფერ შაქარზე).
ზეთი და მარილი აურიეთ პროპორციით 1:2, არომატისთვის და დამატებითი დატენიანებისთვის დაუმატეთ ეთერზეთი. ამ სკრაბის სხეულზე დადება და დამასაჟება ხდება აბაზანის ხელთათმანებით.
ანტიცელულიტური პროგრამა სალონში
რომელი სალონური პროცედურები დაგვეხმარება ცელულიტისგან გათავისუფლებაში? პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ ზედმეტი სითხისგან გასათავისუფლებელ მეთოდებს – ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც "ფორთოხლის კანს" იწვევს.
კოსმეტოლოგები გვირჩევენ, ცელულიტთან ბრძოლა გადახვევებით დავიწყოთ. სალონები გვთავაზობენ ორი სახეობის ანტიცელულიტურ გადახვევას – ცივსა და ცხელს. ცივი გადახვევების დროს, როგორც წესი, გამოიყენება წყალმცენარეები და თიხის ნიღბები.
სალონში ცელულიტთან ბრძოლის შემდეგი ნაბიჯია – ულტრახმოვანი ლიმფოდრენაჟი. ეს მეთოდი არბილებს რა კანქვეშა-ცხიმოვან ქსოვილს პრობლემურ ზონაში, ეფექტურად ათავისუფლებს სხეულს ცელულიტისგან. მისი მეშვეობით აქტიურად მიმდინარეობს ლიმფას მოძრაობა და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა ხდება.
ანტიცელულიტური ვარჯიშები
ფიტნეს-ინსტრუქტორები ცელულიტის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ ვარჯიშად სახტუნაოს მიიჩნევენ, თუმცა მეტი ეფექტის მისაღწევად კვირაში მინიმუმ 2-ჯერ 45 წუთით ხტუნვაა საჭირო, ხოლო შესვენებები არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.
მათ კი, ვინც ხტუნვას სიარულს ამჯობინებს, ურჩევენ, აითვისონ ელეპტიკური ტრენაჟორი, ან, როგორც მას სხვაგვარად უწოდებენ, "კიბე". ამ ტრენაჟორის პრინციპია დაღმართ-აღმართი, ისევე, როგორც კიბეზე ასვლა-ჩასვლა, რომლის დროსაც აქტიურად მუშაობს თეძოების კუნთები.