არავინ დავობს იმაზე, რომ თმის შეღებვა კომფორტულ სალონში, პროფესიონალ სტილისთან ძალიან ეფექტურია, თუმცა, როდესაც ხელფასამდე დარჩენილ თეთრებს ითვლით, ეს პროცედურა შეიძლება ფუფუნებად მოგეჩვენოთ, ამიტომ გასწავლით როგორ შეიღებოთ თმა სახლის პირობებში ეფექტურად.
1. როგორ შევარჩიოთ საღებავი? რაზე გავამახვილოთ ყურადღება საღებავის შეძენისას?
საღებავის ყიდვამდე ყურადღებით წაიკითხეთ საღებავის შემადგენლობა. ყურადღება მიაქციეთ მასში შემავალი ამიაკის დოზას. თუ გინდათ, რომ თმა 2-3 ტონით გაიღიავოთ, აირჩიეთ საღებავი, რომელშიც ამიაკის დოზა 9%-ია, ხოლო თუ 3-4 ტონით გსურთ თმის გაღიავება, ამიაკის პროცენტი 12-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ბუნებრივ თმას იღებავთ, მაშინ ამიაკის დოზა 1,9%-ზე მეტი არაა მიზანშეწონილი.
2. როგორ არჩევენ ჩვენთვის სასურველი თმის ფერს სტილისტები?
სტილისტები ჯერ თქვენი კანისა და თვალის ფერს განსაზღვრავენ. გოგონებს, რომლებსაც ხორბლისფერი კანი და ყავსფერი ან მწვანე თვალები აქვთ, ძალიან უდებათ ყავისფერი, წითური და ფერფლისფერი თმა. უფრო ცივი გარეგნობის ქალებს (ღია ცისფერი თვალები ან ნაცრისფერი თვალები, თეთრი სახის კანი და ცისფერი თვალები, უხდებათ ქერა, ფერფლისფერი და შავი თმის ფერი. თუ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, სამუდამოდ უნდა დაივიწყოთ წითური თმა.
3. როგორ მოვამზადოთ თმა შეღებვის პროცედურამდე?
შეღებვამდე რამდენიმე დღით ადრე სუსურველია თმაზე მკვებავი ნიღაბი წაისვათ. იმისთვის, რომ ეს პროცედურაც ზედმეტი დანახარჯების გარეშე ჩაატაროთ, საკმარისია სამ დღეში ერთხელ თმაზე ზეითუნის ზეთი წაისვათ. არ ღირს თმის შეღებვა თუკი მენსტრუაცია გაქვთ.
4. როგორ მოვიქცეთ საღებავი მეორე დაბანისთანავე რომ არ ჩამოგშორდეთ?
ერიდეთ ისეთი შამპუნების გამოყენებას, რომლებიც თმის მოცულობას ზრდის. არ მოხვდეთ დიდი ხნით მზეზე და იშვიათად გამოიყენეთ თმის დასახვევი საშუალებები. ეს შეღებილი თმის პირველი მტერია.
5. როგორ მოვუაროთ შეღებილ თმას?
გამოიყენეთ შამპუნები კონდიციონერის ეფეტით ან სპეციალურად შეღებილი თმისთვის განკუთვნილი. სასურველია იგი შეიცავდეს გვირილის ან ჟოჟობას ექსტრაქტს. ისინი თმას ფერსაც უნარჩუნებს და ბრწყინვალებასაც ჰმატებს.
6. რამდენად ხშირად შეიძლება თმის შეღებვა?
სასურველი თმის შეღებვებს შორის შუალედი, მინიმუმ ერთთვიანი იყოს, რათაAთმამ 1-1.5 სანტიმეტრით გაზრდა მოასწროს. თუ თმას შეღებვისას იღიავებთ კიდეც, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს ხშირად. თანაც მიზანშეწონილია ამ დროს მხოლოდ თმის ძირები გაიღიავოთ და არა მთელი თმა.
7. მართალია, რომ საღებავები ამიაკის გარეშე სრულიად უსაფრთხოა?
დიახ. ამას გარდა, ამ ტიპის საღებავები დამატებით კვებავენ თმას ნატურალური ზეთებითაAდა ექსტრაქტებით. სამწუხაროდ, ასეთი საღებავებით ჭაღარის შეღებვა შეუძლებელია.
ჟურნალი "და ქალი"