ცელულიტი – პრობლემაა, რომელიც პრაქტიკულად ყველა ქალს აწუხებს, განურჩევლად კომპლექციისა და წონისა. ცელულიტი – რთული შინაგანი პროცესია. ის არასწორი კვების, უმოძრაო ცხოვრების წესისა და მავნე ჩვევების შედეგად ყალიბდება.
ცელულიტთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდად ითვლება თაფლის მასაჟი, რომელიც ტიბეტიდან გავრცელდა მსოფლიოში. ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება სალონებში და საკმაოდ მოთხოვნად და ეფექტურ პროცედურად ითვლება.
ამ და სხვა სალონურ მეთოდებს ცელულიტის მოსაშორებლად, რა თქმა უნდა, ფინანსები სჭირდება, ამიტომაც ბევრი ქალი ასეთ ფუფუნებას ვერ მიმართავს.
ამიტომაც გთავაზობთ ერთი ქალბატონის მიერ შემთხვევით აღმოჩენილ, ერთი შეხედვით, ძალიან სახალისო მეთოდს, რომელსაც მან დამოუკიდებლად, სახლის პირობებში ცელულიტის დასამარცხებლად მიმართა.
შესაძლოა, ის სულელურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია, ექიმები ამ მეთოდის ეფექტურობას არ უარყოფენ.
სამწუხაროდ, ყველას არ აქვს საშუალება, შეიძინოს ვაკუუმის მასაჟორი, რომელიც შესანიშნავია ცელულიტთან საბრძოლველად. და აი, მისი არასტანდარტული შემცვლელი, ინოვაციური აღმოჩენა – ჩვეულებრივი მტვერსასრუტი!
მტვერსასრუტის მილი წინასწარ კარგად გაწმინდეთ მტვრისა და ჭუჭყისგან. სასურველია, დაამუშაოთ სპირტითაც. კანზე ვისვამთ ზეთს (სასურველია ნუშის ან ზეითუნის + ლიმონის, მენთოლის ან როზმარინის ეთერზეთი). ვიდებთ მტვერსასრუტის მილს პრობლემურ ადგილას და ვრთავთ. ვამოძრავებთ დაბლიდან მაღლა და პირიქით. სულ ეს არის - მარტივი, იაფი და ძალიან ეფექტური. სცადეთ, თქვენი რა მიდის? :-)