ეს გახლავთ სახლის პირობებში სახის ღრმა წმენდის მეთოდი, რომელიც ძალიან მარტივად და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ თავად ჩაიტაროთ. მეთოდი ნაცადია და ძალიან ეფექტური.
1. ვიკრავთ თმას და ვიბანთ ჩვეული მეთოდით.
2. ვამზადებთ მასას #1. ვიღებთ ერთ სუფრის კოვზ საპარს ქაფს, ვუმატებთ ერთ სუფრის კოვზ სოდას და კარგად ვურევთ.
3. ვადუღებთ წყალს ქვაბში და ვყრით ერთ მუჭა ხმელ გვირილას.
ვდგამთ ქვაბს მაგიდაზე, ვიხურავთ თავზე პირსახოცს და ვიკეთებთ ორთქლის აბაზანას 5-7 წუთით.
4. დაორთქლილ და სველ სახეზევე ვიდებთ ქაფისა და სოდის მასას ისე, რომ არ მოვიხვედროთ თვალის ირგვლივ და ტუჩებზე.
შევდივართ აბაზანაში, ვუშვებთ ონკანში ცხელ წყალს და წყლის ნაკადს ვუშვერთ რბილ კბილის ჯაგრისს. არსებობს სახის სპეციალური ჯაგრისებიც, მაგრამ კბილის ჯაგრისის გამოყენებაც შეგიძლიათ.
შემდეგ ნაზი და დინამიკური მოძრაობებით ვიხეხავთ სახეს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ცხვირს და შუბლს. შემდეგ ვიბანთ.
5. ვიყურებით სარკეში. შავი წერტილები აღარ არის. ფორები აბსოლუტურად სუფთაა, კანი კი საოცრად გლუვი.
6. ვამზადებთ #2 მასას. ვხსნით წყალში თქვენი სახის ტიპისთვის შესაფერის თიხას. მასა ფაფისებური უნდა გამოვიდეს. ვიდებთ სველ სახეზე, ვერიდებით თვალის ირგვლივ ადგილებსა და ტუჩებს.
7. ვიჩერებთ მხოლოდ 15-20 წუთით, მიუხედავად იმისა, ბოლომდე გაშრა თუ არა თიხა.
8. ჩამოვიბანთ ნიღაბს თბილი წყლით, ვიმშრალებთ სახეს და ვისვამთ მკვებავს.