წითელი პომადა - მამაკაცების ყურადღების მიქცევის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ მის გამოყენებასაც ცოდნა უნდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
გახსოვდეთ, რომ წითელ პომადას კონკურენცია არ უყვარს, ანუ თუ აქცენტს ტუჩებზე აკეთებთ, ნუ გამოკვეთავთ თვალებს. სანამ პომადის წასმის წესებს გაეცნობოდეთ, ქერათმიან, წაბლისფერთმიან და ჟღალთმიან ვარსკვლავებს გადახედეთ.
1. მაკიაჟამდე ტუჩებზე ბალზამი წაისვით. დაიცადეთ, რომ შეშრეს, შემდეგ ზედმეტი მშრალი ხელსახოცით მოიწმინდეთ.
2. ტუჩებზე თხლად გადაისვით ტონალური და ნაზად დაიპუდრეთ (გამოიყენეთ ის ტონალური და პუდრი, რასაც სახის კანზე ისვამთ).
3. ტუჩის კონტურის მოსახატავად აირჩიეთ პომადის ან პომადაზე ერთი ტონით მუქი (ზედმეტად მუქს ნუ გამოიყენებთ, თორემ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ). მთავარია, ფანქარი კარგად გქონდეთ გათლილი.
4. ფანქრით ტუჩის მოხატვის შემდეგ კონტური ბამბის ჩხირით ოდნავ გადაიცალეთ, რომ პომადასა და კონტურს შორის მკვეთრი ხაზი, განსხვავება არ იყოს, ფანქარი და პომადა უნდა შეერწყას ერთმანეთს. ამის შემდეგ წაისვით პომადა.
5. პომადის პირველი წასმის შემდეგ ტუჩებზე ოდნავ მიიდეთ მშრალი ხელსახოცი. ამით პომადის პირველი ფენა ჩაჯდება ტუჩზე. ახლა კი პომადის მეორე ფენა გადაისვით და მიღებული შედეგით დატკბით.
იხილეთ ფოტოგალერეა