კიტრის - თუ აკნემ კანზე თავისი კვალი დატოვა – წითელი ლაქები, გახეხეთ კიტრი და დაიდეთ სახეზე 20 წუთით.
თიხის ნიღაბი
აცილებს ცხიმიან სიპრიალეს, აქრობს და ხელს უშლის გამონაყარის გაჩენას, ასუფთავებს ფორებს.
თიხა სხვადასხვაგვარი არსებობს (თეთრი, წითელი, მწვანე და სხვა...). წაიკითხეთ ინსტრუქცია და აირჩიეთ თქვენი სახის ტიპისთვის შესაფერისი. გახსენით თიხა თბილ წყალში, მაგრამ თუ ეს იქნება სამკურნალო ბალახების ნაყენი, ეფექტი უკეთესი იქნება. საუკეთესოა თიხის კალენდულის ნაყენში გახსნა.
კარტოფილის ნიღაბი
უმი კარტოფილი გახეხეთ, დაუმატეთ 1 კვერცხის ცილა. მასა დაიდეთ 20 წუთით სახეზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი ამწიფებს ბუგრებს და კანს ასუფთავებს ფერიმჭამელებისგან.
წყალბადის ზეჟანგი
ამ ნიღბის სახეზე დიდხანს გაჩერების ნუ შეგეშინდებათ – შეგიძლიათ ის მთელი ღამითაც კი დაიტოვოთ! 3%-იან ზეჟანგში გახსენით საფუვრის ფხვნილი და მიიღეთ არაჟნის კონსისტენცია. დაიდეთ სახეზე, თუნდაც მთელი ღამით და დილით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი. ნიღაბი კრავს ფორებს, ასუფთავებს ფერიმჭამელებისგან და აახლებს კანს.