მამაკაცები თვლიან, რომ ქალის უკანალი – სხეულის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ნაწილია. იმისათვის, რომ ეს ნაწილი ასეთივე მომხიბვლელი დარჩეს, მისი მოვლაა საჭირო.
თუ სისტემატურად გაიკეთებთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სკრაბებს, კანი სხეულის მეხუთე წერტილზე გლუვი, ნაზი და ელასტიკური გახდება.
თაფლის შეზელვები:
დაგჭირდებათ: 1 სუფრის კოვზი თაფლი და ფორთოხლის ეთერზეთი. თაფლს შეურიეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი, შეიზილეთ უკანალის კანზე, გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ წაისვით ტანის კრემი.
ყავისა და თაფლის სკრაბი:
დაგჭირდებათ 3 სუფრის კოვზი დაფქული ყავა, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად შეურიეთ, დაიდეთ უკანალის ზონაზე (სასურველია აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ), ჩამოიბანეთ თბილის წყლით. სკრაბი სასურველია გაიკეთოთ კვირაში სამჯერ.
ნუშისა და მარილის სკრაბი:
2 სუფრის კოვზი მარილი, უკეთესია – ზღვის, 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი.
მომზადების წესი: ყველაფერი კარგად აურიეთ და ისვით უკანალზე კანის გაწითლებამდე. 15 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით კრემი.