რჩევები

ღამის ნიღბები სახეზე გამონაყარის მოსარჩენად

ღამის ნიღბები სახეზე გამონაყარის მოსარჩენად
ძლიერმოქმედი შემადგენლობის გამო ამ ნიღბის დადება რეკომენდებულია კონკრეტულად იმ ადგილებზე, სადაც ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. ამიტომაც ნიღბის პრობლემურ ადგილებზე წასასმელად გამოიყენეთ ყურის საწმენდი ჩხირები.
თუ თქვენი სახე გამონაყარისგან "აფეთქებულია" და ადგილიც არ გაქვთ, რომ მუწუკი არ გქონდეთ კანზე, ამ ნიღბის მთელ სახეზე წასმა შეგიძლიათ, ოღონდ დილით ადგომისთანავე უნდა ჩამოიბანოთ და წაისვათ დამატენიანებელი კრემი ან ნიღაბი: მაგალითად, თანაბარი რაოდენობით აიღეთ ალოეს წვენი ან გელი ("ალოე ვერა") და კიტრის წვენი, დაუმატეთ 25-30 წვეთი ჩაის ხის ზეთი. ეს ნიღაბი შესანიშნავად ატენიანებს კანს.

Related image

ახლა კი
გამონაყარის მოსარჩენი ნიღბების რეცეპტები:


  1. ერთმანეთში შეურიეთ არა ძვირად ღირებული კბილის პასტა (არა გელი) და ნახევარი ჩაის კოვზი ჩაის ხის ზეთი.
  2. კოსმეტიკურ ან ბავშვის ტალკს (შესაძლებელია, იყოს ბალახებით) დაუმატეთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი (სტანდარტული კაფსულა), კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით გამონაყარზე.
  3. 100 მლ 3%-იან წყალბადის ზეჟანგს შეურიეთ 10 მლ ჩაის ხის ზეთი (ასევე სტანდარტული კაფსულა), კარგად აურიეთ და წაისვით გამონაყარზე.
  4. თუთიის პასტაში (და არა კრემში) შეურიეთ კალენდულას სპირტის ნაყენი და ურიეთ თხელი კრემის კონსისტენციის მიღებამდე.

რჩევა: იმისათვის, რომ ერთი-ორი მუწუკი მთელ სახეზე არ გავრცელდეს, დაივიწყეთ უხეში პირსახოცები, მით უმეტეს, ისინი, რომლებსაც მთელი ოჯახი იყენებს. პირის გასამშრალებლად გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცები. ასევე, ხშირად ცვალეთ ბალიშის პირი და სხვა თეთრეული, მათ შორის, ღამის პერანგები და პიჟამები. განსაკუთრებით მაშინ, თუ სხეულის კანიც მიდრეკილია გამონაყარისკენ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
..
სახის გასაწმენდად სისხლი გადაისხით. 10 საკმარისია. გაგიპრიალდებათ კანი.
23:07 / 04-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ჩაის ხის ზეთი სად შეიზლება რომ შევიძინო?
18:18 / 23-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი