ზაფხულის მოსვლამდე აღარაფერი დარჩა! ზუსტად ის დროა, შესაბამის ვარცხნილობაზე ვიზრუნოთ.
დაგვეთანხმებით, ზღვას, მზესა და რუჯს ძალიან უხდება ბუნებრივად დატალღული თმა.
ასეთი ვარცხნილობის მისაღებად აუცილებელი სულაც არ არის, დაიხვიოთ თმა ქიმიურად ან სპეციალური უთოთი. სახლში, თქვენი ხელით მომზადებული "სპრეი" არანაკლებ შედეგს იძლევა.
ინსტრუქცია:
1. აიღეთ დეზოდორანტის ცარიელი ქილა. კარგად გარეცხეთ და ბოლომდე გაავსეთ წყლით. შემდეგ გადმოასხით ეს წყალი ცალკე სუფთა ჭურჭელში, ჩაყარეთ მასში თმისთვის სასარგებლო გამხმარი მცენარეები (შეგიძლიათ ნედლიც, სულ ახალი მოკრეფილი თქვენს ბაღში), მაგალითად, ძალიან კარგია გვირილა, ჭინჭარი, პიტნა და სხვა.

2. თმის დასახვევი სპრეის შემდეგი და ჯადოსნური ინგრედიენტია: ზღვის მარილი. აიღეთ ერთი მწიკვი ზღვის მარილი და დაუმატეთ ბალახებიან წყალს.

3. აიღეთ ხის კოვზი და კარგად აურიეთ. ახლა ეს ჭურჭელი მოათავსეთ თბილ, მზიან ადგილას (მაგალითად, ფანჯრის რაფაზე), დააფარეთ ჰერმეტულად და რამდენიმე საათი ასე გააჩერეთ, რათა მცენარეებისა და მარილის სასარგებლო ნივთიერებები კარგად გაუჯდეს წყალს.

4. მას შემდეგ, რაც წყალი კარგად გაჯერდება მცენარეებითა და მარილით, გადაწურეთ ის (მცენარეები ხელით კარგად ჩაწურეთ, რომ მთელი წვენი გამოუყვანოთ მათ).
5. მომზადებული ნაყენი გადაასხით დეზოდორის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
გაითვალისწინეთ, რომ სპრეი დიდი ხნით არ ინახება, ის ხომ არ შეიცავს ზედმეტ ქიმიურ დანამატებს და მასში ყველაფერი ბუნებრივია შესული.
გამოყენება:
შეისხით სპრეი თმაზე იმდენი, რომ ოდნავ დაგენამოთ თმა. ხოლო იმისათვის, რომ სასურველი ფორმა მიიღოთ, ხელის ნაზი მოძრაობით ქვემოდან ზემოთ აიტალღეთ თმა.