რჩევები

იაფი, მაგრამ ეფექტური საშუალებები სილამაზის მისაღწევად

იაფი, მაგრამ ეფექტური საშუალებები სილამაზის მისაღწევად
იმისათვის, რომ მოდელივით გამოიყურებოდეთ, არაა აუცილებელი, მთელ დღეს სილამაზის სალონში ატარებდეთ და თავის მოვლაში უამრავ ფულს ხარჯავდეთ.

შეგიძლიათ, იაფფასიანი, მაგრამ ეფექტური მეთოდები გამოიყენოთ. გადახედეთ რჩევებს და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი.

თმა

Image result for hair gif
  1. ქერტლის მოსაშორებლად (აგრეთვე, პროფილაქტიკისთვის) გამოიყენეთ სულსენას პასტა (იყიდება აფთიაქებში). ამასთანავე, იგი კვებავს თმას და ხელს უწყობს მის ზრდას.
  2. თუ ლავანდის ზეთის რამდენიმე წვეთს თმის კონდიციონერში დაუმატებთ, თმა დიდხანს შეინარჩუნებს "სუფთა თმის" ეფექტს.
  3. რეპევიტი - ზეთებისა და ბალახების ექსტრაქტია. მისი თავის კანში, თმის ძირებში შეზელვა აძლიერებს თმის ძირებს და აუმჯობესებს თმის
    ზრდას.
  4. თუ გსურთ, თმა სწრაფად გაგეზარდოთ, შემდეგი ნიღაბი გაიკეთეთ: ერთმანეთში აურიეთ "ა" და "ე" ვიტამინი, ლიმონის წვენი და დიმექსიდი (აფთიაქში იყიდება). ყველაფერი 2 ჩ/კ შეიზილეთ თმაში, ჩამოიცვით პოლიეთილენის პარკი და გაიჩერეთ 1 საათი. კარგი ეფექტი აქვს, მაგრამ თავის კანს ცოტათი წვავს.
  5. თმას ბზინვარებას შემდეგი რეცეპტით მიანიჭებთ: ერთმანეთში შეურიეთ 2 ს/კ კონიაკი, 1 ს/კ თაფლი, 1 კვერცხის გული, ბირკას ზეთი (აფთიაქში იყიდება). წაისვით თავზე, დაიხურეთ ქუდი და გაიჩერეთ 30 წუთით.

სახე

Image result for margaret qualley gif
  1. გარგრის კურკის ზეთი მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით. კვებავს და აჯანსაღებს სახის კანს. არის ანთების საწინააღმდეგო და ელასტიკურს ხდის მას. კარგია ამ ზეთით სახის მასაჟის გაკეთება.
  2. თუ სახის კანს ყოველდღიურად კრაზანას თბილი ნაყენით დაიბანთ, სახიდან გაქრება სიმშრალე, მუწუკები. შეიძლება მსუბუქი რუჯისფერიც მიიღოთ.
  3. კალენდულას სპირტის ნაყენი (1:1-ზე გააზავეთ თბილი წყლით) შესანიშნავად ასუფთავებს სახის კანს.
  4. აევიტი (აფთიაქში იყიდება) მცირე ნაოჭებს აქრობს; ბლეფაროგელი - თვალის ქვეშ ჩამუქებულ ტომრებს.
  5. გვირილის ნაყენს დაუმატეთ ჟოჟობას ან ზეითუნის ზეთი, ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ. დილაობით ასეთი ყინულით გაიწმინდეთ სახე. გაქრება დაღლილობა, კანი ვარდისფერი და ფაფუკი გახდება.

ფრჩხილები

მოამზადეთ აბაზანა ზღვის მარილისა და ზეითუნის ზეთისგან. ჩაყავით თითები 10 წუთის განმავლობაში. აბაზანა თბილი უნდა იყოს.

წამწამები

Image result for eyes   gif
ყოველ საღამოს, მაკიაჟის მოშორების შემდეგ წამწამებზე, წარბებსა და თვალის გარშემო წაისვით აბუსალათინის ზეთი (აფთიაქში იყიდება).

კბილები

Image result for smile  gif
გააქტივებული ნახშირი (აფთიაქში იყიდება) ათეთრებს კბილებს. კვირაში ორჯერ დაფხვენით იგი და გაიწმინდეთ კბილები. შეგიძლიათ კბილის პასტას ლიმონის რამდენიმე წვეთი დაუმატოთ. მასაც მათეთრებელი ეფექტი აქვს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
ხათუნა
სულსენას პასტა იყიდება ფარმადეპოს აფთიაქში.
15:29 / 14-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიანა
სულსენას პასტას რომელ აფთიაქში ვიყიდი,ინებ დამეხმაროთ.
22:52 / 12-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი