ინგრედიენტები: პარაფინი, სპერმაცეტი, კაკაოს ცხიმი, ატმის ზეთი. ყველა ამ ინგრედიენტის შეძენა შეგიძლიათ აფთიაქში.
1. იმისათვის, რომ მოამზადოთ ნიღაბი, 25 გრ თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ მშრალ ჭურჭელში და ორთქლზე გაადნეთ.
2. 2-3 ფენად დაკეცილი ბინტი დაასველეთ გამდნარ მასაში, გაწურეთ და დაიდეთ შუბლზე თმიდან ერთი სანტიმეტრის მოშორებით, ზემოდან კი მშრალი ბინტი დაიფინეთ.
3. მანამ ბინტი შუბლზე გაფენიათ, არ მოჭმუხნოთ სახე, ეცადეთ, მოდუნდეთ და საერთოდ არ შეცვალოთ მიმიკა.
4. მოიხსენით შუბლიდან ნიღაბი 20-25 წუთის შემდეგ ძალიან ფრთხილად, ხოლო ნიღბის ნარჩენები სახიდან ბამბის ტამპონით ჩამოიშორეთ.
ასევე იხილეთ:
ნაოჭების საწინააღმდეგო ჯადოსნური კრემი, რომლის შედეგსაც 3 დღეში ნახავთ
ნაოჭების გასასწორებელი საოცარი კრემი: შედეგი ერთ კვირაში!