ნუშის რძე საუკეთესო საშუალებაა როგორც სახის გასაწმენდად, ასევე კანის დასატენიანებლადაც. მისი მომზადება უმარტივესად შეგიძლიათ სახლის პირობებში.
თქვენ დაგჭირდებათ:
30 ცალი ნუში
ანადუღარი წყალი
გამოუყენებელი, ახალი ქვასანაყი (ფილთაქვა)
მომზადების წესი:
გარჩეულ ნუშს დაასხით ცხელი, ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 5 წუთი, გადაწურეთ და გააცალეთ კანი. გაფცქვნილი ნუში ჩაყარეთ სანაყში (ფილთაქვაში), დაასხით წყალი იმდენი, რომ დაიფაროს და დანაყეთ. წყალი მიიღებს რძის ფერს. ახლა გადაწურეთ, კვლავ დაამატეთ წყალი და ისევ დანაყეთ. როგორც კი წყალი რძის ფერს მიიღებს, კვლავ გადაწურეთ. დარჩენილი ნუში შეგიძლიათ მიირთვათ.
მომზადებული რძე შეინახეთ მაცივარში.
ასევე იხილეთ:
ბრინჯის ნიღაბი ბოტოქსის ეფექტით – მკითხველის მიერ მოწოდებული საოცარი რეცეპტი
ხაჭოსა და ბანანის ნიღაბი – მკითხველის მიერ მოწოდებული კიდევ ერთი საოცარი რეცეპტი