ყველა ჩვენგანი ცდილობს, საუკეთესოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ ხანდახან რაღაც ისე არ გამოდის. მაგალითად, თმის შეღებვისას ვერ ვიღებთ სასურველ ფერს, გვიმუქდება და სხვა.
იმის მეზეზი, რომ ფერი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც შეფუთვაზე ხატია, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. და რა ვქნათ? როგორ ჩამოვიშოროთ საღებავი თმიდან სწრაფად და დაზიანების გარეშე?
ეფექტი გამოცდილია ქალების არაერთი თაობის მიერ:
1. აიღეთ 1 ლიტრი კეფირი ან მაწონი (რაც უფრო ცხიმიანი იქნება, მით უკეთესი), ჩაასხით ჯამში, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი მარილი. კარგად აურიეთ. დაიდეთ მშრალ თმაზე, დაიხურეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ ერთი საათით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შამპუნით. თუ არ გაღიავდა სათანადოდ, გაიმეორეთ პროცედურა კიდევ ერთხელ, მაგრამ არა მეტჯერ. აღიავებს 2 ტონით.
2. 1 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 5 სუფრის კოვზი სოდა. კარგად აურიეთ. დაისველეთ ამ ხსნარით თმა და დაიხურეთ პოლიეთილენის შხაპის ქუდი. გაიჩერეთ 20 წუთით, ჩამოიბანეთ შამპუნით. შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გაიმეოროთ პროცედურა.
3. 2 ჭიქა ცხიმიან კეფირში (მაწონში) ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და 3 სუფრის კოვზი არაყი. აურიეთ, შეათბეთ 40 გრადუსამდე და დაიდეთ თანაბრად თმის მთელ სიგრძეზე. შეიფუთეთ ცელოფნით 2 საათით. აღიავებს 1-1,5 ტონით. ნიღბის დადების დროს შესაძლოა, იგრძნოთ კანის ქავილი. ნუ შეგეშინდებათ, ეს არყით იქნება გამოწვეული. თუ ძალიან შეგაწუხათ, ჩამოიბანეთ დროზე ცოტათი ადრე.