აღარანაირი შავი წერტილები, გამონაყარი, ჭორფლი და ლაქები კანზე – შვრიით სახის დაბანით თქვენი კანი საოცრად ჯანმრთელ იერს მიიღებს და ფერი იმდენად გაგიუმჯობესდებათ, რომ აღარ დაგჭირდებათ არანაირი ტონალურის წასმა.
და იცით, რა არის მთავარი? არაფრის ყიდვა არ გჭირდებათ. უბრალოდ, მოიძიეთ სახლში შვრია (იგივე ჰერკულესი), სცადეთ ათწლეულებით ნაცადი რეცეპტი და დარწმუნდით მის სუპერეფექტურობაში!
შვრიით სახის დაბანა განსაკუთრებით მიზანშეწონილია ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის.
როგორ დავიბანოთ შვრიით სახე?
აიღეთ ერთი მუჭა შვრიის ბურღული (შეგიძლიათ დაფქვათ კიდეც, როგორც მოგიხერხდებათ).
ახლა მუჭი შეკარით და შეუშვირეთ თბილ წყალს 1 წუთით. შემდეგ მუჭში დამბალი ცოტ-ცოტა შვრია აიღეთ და დაიწყეთ ამ მასით სახის ფაქიზი მასაჟი. რამდენიმე წამში შვრიის ბურღული აქაფებას დაიწყებს და შესაბამისად, სახის გასუფთავებასაც.
რჩევა
- მანამ შვრიით სახის ბანვას დაიწყებთ, ნიჟარაში ჩადეთ ბადე, თორემ შესაძლოა, წყლის მილი გაგიჭედოთ.
- ნუ იდარდებთ, თუ ცოტა ხნით სახეზე სიწითლეები გაჩნდება. სულ ცოტა ხანში ყველაფერი დაცხრება და კანი ერთგვაროვან და ჯანსაღ ფერს მიიღებს.
- თუ ერთი კვირის განმავლობაში სისტემატურად დაიბანთ სახეს შვრიით, კანზე ყველანაირი პრობლემა მოგვარდება.
- შვრიით დაბანა შეგიძლიათ როგორც საღამოს, ასევე დილით.