სახის ლოსიონი პრობლემური კანისთვის – მკითხველის რეცეპტი - Marao

სახის ლოსიონი პრობლემური კანისთვის – მკითხველის რეცეპტი

2014-06-10 16:16:15+04:00

კვლავ მკითხველის რეცეპტი, რომელიც რედაქციის მიერაც აპრობირებულია და შესანიშნავია პრობლემური, გამონაყარისკენ მიდრეკილი კანისთვის.

ამ ძალიან ეფექტური ლოსიონის მოსამზადებლად მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ:

გვირილა და არაყი.

მომზადების წესი:

2 ჩაის კოვზ გვირილას დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ გადმოდგით, გააგრილეთ, გაწურეთ და დაუმატეთ 20 მლ არაყი (და არა სპირტი). გადაიტანეთ მინის ჭურჭელში.

დილა-საღამოს იწმინდეთ სახე ამ ლოსიონით. 10 წუთის შემდეგ კი წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ასევე იხილეთ:

ნუ "მოაწყურებთ" კანს

სახლის პირობებში მომზადებული თვალის მაკიაჟის ჩამოსაშორებელი ლოსიონი

ვაშლი შაქრით - ნაოჭების საწინააღმდეგო საოცარი რეცეპტი მკითხველისგან

სახის ნიღბები, ლოსიონები და სკრაბები ასპირინით: ფანტასტიკური შედეგი