ვარცხნილობის მარტივად გასაკეთებელი ლოსიონი - მკითხველის რეცეპტი - Marao

ვარცხნილობის მარტივად გასაკეთებელი ლოსიონი - მკითხველის რეცეპტი

2014-06-16 11:34:59+04:00

ერთხელ ერთ ძველისძველ ჟურნალში (არც კი მახსოვს, რომელში) ამოვიკითხე ეს რეცეპტი და გადავწყვიტე, მეც მეცადა.

მე თხელი და დაუმორჩილებელი თმა მაქვს. ამიტომაც ფენით გაშრობის დროს სულ პრობლემა მქონდა. ლოსიონის გამოყენების შემდეგ თმა მუდამ სალონში გაკეთებულივით მქონდა.

აი, ლოსიონის რეცეპტიც:

აიღეთ ერთი მოზრდილი ლიმონი, გარეცხეთ და დაჭერით კანიანად, რაც შეიძლება წვრილად. შემდეგ დაასხით თითქმის ლიტრი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ იქამდე, სანამ წყალი არ განახევრდება. შემდეგ გააგრილეთ, გაწურეთ რამდენიმე ფენა მარლაში და დაუმატეთ 50 მლ არაყი.

ლოსიონს ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს. წაისვით სველ, დაბანილ თმაზე და თითებით ჩამოივარცხნეთ (თმის ძირებში ნუ შეიზელთ), შემდეგ კი დაიყენეთ ფენით.

ვარცხნილობა (განსაკუთრებით, მოკლე) ძალიან კარგი და ლამაზი გამოდის, თმა ბზინავს და ბუნებრივად "შრიალებს".

იმედი მაქვს, რომ რეცეპტი გამოგადგებათ. სხვათა შორის, თმის ძირებსაც ამაგრებს.