ჟელატინისა და შამპუნის ნიღაბი - თმის საოცარი მოცულობა და სწრაფი ზრდა - Marao

ჟელატინისა და შამპუნის ნიღაბი - თმის საოცარი მოცულობა და სწრაფი ზრდა

2014-06-30 11:47:33+04:00

ჟელატინი დიდი რაოდენობით პროტეინს შეიცავს, რაც აუცილებელია თმის "შენებისა" და მისი გაჯანსაღებისთვის.

თქვენ დაგჭირდებათ:

1. სუფრის კოვზი ჟელატინი;

2. 3 სუფრის კოვზი თბილი წყალი;

3. 1 ჩაის კოვზი შამპუნი;

მომზადება:

ჟელატინი კარგად გახსენით თბილ წყალში, ისე, რომ არ დარჩეს კორკოშელები. გააჩერეთ, რომ კარგად გაფუვდეს, შემდეგ შეურიეთ შამპუნი და დაიდეთ თმაზე, შეიფუთეთ პოლიეთილენით (პარკით). გაიჩერეთ 20-30 წუთით.

შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ და დატკბით თქვენი თმის წარმოუდგენელი მოცულობით! ნიღბის სისტემატურად (კვირაში ერთხელ მაინც) გაკეთების შემთხვევაში კი თმა ძალიან სწრაფად გაიზრდება.