მაკიაჟის ოპტიმალური ტექნიკა სხვადასხვა ფერის თმისა და თვალებისთვის - Marao

მაკიაჟის ოპტიმალური ტექნიკა სხვადასხვა ფერის თმისა და თვალებისთვის

2020-01-08 11:30:39+04:00

ქერა თმა, ნაცრისფერი თვალები:

მუქი ლურჯი ჩრდილები თვალებისთვის, ღია-ვარდისფერი ღაწვის ჩრდილი ("რუმიანა"), ღია ატმისფერი ტუჩები.

ღია თმა, ცისფერი თვალები:

ოქროსფერი ჩრდილები თვალებისთვის, მოოქროსფრო-მოვარდისფრო ღაწვის ჩრდილი ("რუმიანა"), ვარდისფერი ტუჩები.

ღია ფერის თმა, თაფლისფერი თვალები:

თვალის იისფერი ჩრდილები, მუქი ვარდისფერი ღაწვის ჩრდილი ("რუმიანა"), ვარდისფერი ტუჩები.

მუქი ყავისფერი თმა, მწვანე თვალები:

თვალის ღია მწვანე ჩრდილები, ატმისფერი ღაწვის ჩრდილი ("რუმიანა"), ტერაკოტისფერი ტუჩები.

მუქი (შავი) თმა, თაფლისფერი თვალები:

მოვარდისფრო-ატმისფერი თვალის ჩრდილები, ჟოლოსფერი ღაწვის ჩრდილი ("რუმიანა"), ღია ვარდისფერი ტუჩები.

მუქი-ჟღალი თმა, თაფლისფერი თვალები:

თვალის მუქი მწვანე ჩრდილები, ტერაკოტისფერი ღაწვის ჩრდილი ("რუმიანა"), მუქი ალუბლისფერი ტუჩები.

ყავისფერი თმა, მწვანე თვალები

თვალის მუქი იისფერი ჩრდილები, მოვარდისფრო-ატმისფერი ღაწვის ჩრდილი ("რუმიანა"), მუქი ჟოლოსფერი ტუჩები.

ყავისფერი თმა, ცისფერი თვალები:

თვალის შოკოლადისფერი ჩრდილები, მოოქროსფრო-ბრინჯაოსფერი პუდრი, ღია ატმისფერი ტუჩები.

ყავისფერი თმა, თაფლისფერი თვალები

თვალის მწვანე ჩრდილები, მოატმისფრო-ბრინჯაოსფერი ღაწვის ჩრდილი ("რუმიანა"), მუქი ატმისფერი ტუჩები.