ქალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტიკური პრობლემაა გაუხეშებული იდაყვები. განსაკუთრებით გვაწუხებს ეს ზაფხულის პერიოდში, როცა ღია სამოსი გვაცვია.
გთავაზობთ რამდენიმე ნაცად და ძალიან ეფექტურ, შინ მოსამზადებელ საშუალებას, რომელიც მარტივად გაგათავისუფლებთ ამ პრობლემისგან.
1-ლი რეცეპტი: თაფლისა და ყავის სკრაბი.
იმისათვის, რომ ეფექტურად მოიცილოთ მკვდარი, გაუხეშებული კანი, თანაბარი პროპორციებით აურიეთ თაფლი და ყავის ნალექი და იდაყვზე მასაჟური მოძრაობით წაისვით. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მე-2 რეცეპტი: კარტოფილის კომპრესი.
გახეხეთ წვრილ სახეხზე ერთი მომცრო, უმი კარტოფილი, მიღებული ფაფა დაიდეთ იდაყვებზე და მჭიდროდ შეიხვიეთ ნაჭრით. კომპრესი გაიჩერეთ ერთი საათის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მე-3 რეცეპტი:
წვრილად დაჭერით ერთი მომცრო თავი ხახვი (იმდენად წვრილად, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. შეგიძლიათ დააბლენდეროთ), დაიდეთ იდაყვებზე, შეიხვიეთ და გაიჩერეთ ნახევარი საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
მე-4 რეცეპტი: არაჟნისა და ზეითუნის ზეთის კომპრესი.
პირველ რიგში, იდაყვებზე 15 წუთით გაიკეთეთ არაჟნის კომპრესი (წაისვით არაჟანი და შეიხვიეთ), შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, მაშინვე წაისვით ზეითუნის ზეთი და აღარ ჩამოიბანოთ.