რჩევები

ინტიმური ჰიგიენის წესები ზაფხულში

ინტიმური ჰიგიენის წესები ზაფხულში
ზაფხულში ორგანიზმი ზედმეტად მგრძნობიარეა, განსაკუთრებით ბაქტერიებისა და ინფექციების მიმართ. შვებულება და ზაფხული კარგად რომ დაგამახსოვრდეთ, ინტიმური ჰიგიენის რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ.
პირველ რიგში საფენებს მიაქციეთ ყურადღება. ყოველდღიურები 4 საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოთ, ჰიგიენურები _ ორ საათში ერთხელ. ამასთანავე, უპირატესობა მიანიჭეთ იმ საფენებს, რომლებიც "სუნთქავს".

Image result for bikini summer gif
ზაფხულში კანი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა. ამიტომ ინტიმური ჰიგიენისთვის ჩვეულებრივი საპნის ნაცვლად უპირატესობა ინტიმურ გელს მიანიჭეთ. ხშირად, დღეში რამდენჯერმე დაიბანეთ, მაგრამ ინტიმგელი დილა-საღამოს გამოიყენეთ. აკვაპარკისა და აუზის სტუმრობის შემდეგ აუცილებლად მიიღეთ შხაპი და
კარგად გარეცხეთ საცურაო კოსტიუმი, რადგან ქლორი კანის, განსაკუთრებით მგრძნობიარე ზონაში, მტერია.

თუ ინტიმურ ზონაში დისკომფორტი (მაგ. წვა, ქავილი) იგრძენით, დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ექიმს და მოერიდეთ თვითმკურნალობას.

რაც შეეხება თეთრეულს: სტრინგი და სინთეთიკური თეთრეული უნდა დაივიწყოთ. უპირატესობა ბამბის თეთრეულს მიანიჭეთ. ღამით კი უმჯობესია საცვლის გარეშე დაიძინოთ, რათა კანმა "ისუნთქოს".

Image result for bikini summer gif
პლაჟზე ან აუზზე ნუ გამოიყენებთ სხვის სველ პირსახოცს. აგრეთვე საშხაპეში ნუ ჩამოკიდებთ თეთრეულს საყოველთაო საკიდზე, იგი პოლიეთილენის პარკში ჩადეთ და მოგვიანებით გულდასმით გარეცხეთ. გახსოვდეთ, რომ სველი საცურაო კოსტიუმი და პირსახოცი ბაქტერიების გამრავლების საუკეთესო ადგილია. ამიტომ, სველ საცვალშიც ნუ გაჩერდებით დიდხანს.

თუ დასასვენებლად ზღვის ან ოკეანის სანაპიროზე მიემგზავრებით, ნუ იცურავებთ აუზში, სადაც ბაქტერიების გარდა უამრავი ქიმიური ელემენტი "დაცურავს". საშხაპეში შედით აუცილებლად რეზინის ფეხსაცმლით, პირსახოცი კი აუცილებლად მზეზე და კარგად გააშრეთ.


აიმაღლეთ იმუნიტეტი. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ფეხშიშველმა იარეთ ნამიან ბალახზე, მეტად იაქტიურეთ. ცხოვრების აქტიური წესი, ჰიგიენა და სუფთა თეთრეული ნებისმიერ დაავადებას აგაცილებთ თავიდან.

ასევე იხილეთ: ინტიმური ჰიგიენის რამდენიმე აუცილებელი წესი
ინტიმური ჰიგიენა: რა უნდა იცოდეს ყველა ქალმა
ინტიმური ჰიგიენის 7 ძირითადი წესი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93