ფიქრობთ, რომ ბრტყელი მუცელი – სპორტდარბაზებში გამთანგავი ვარჯიშების შედეგია? სულაც არა. იმისათვის, რომ მიიღოთ თქვენი ოცნების პრესი, სწორად უნდა იკვებოთ და ნაკლები ინერვიულოთ. მაშ ასე, რა დაგეხმარებათ მიიღოთ იდეალური ფორმის მუცელი?
1. ცხიმიანი საკვები. ცხიმი – ყველაზე დიდი მტერია თქვენი სხეულისთვის? სულაც არა, ყოველ შემთხვევაში, არა ყველანაირი. დიეტოლოგები თვლიან, რომ ე.წ. მონოგაჯერებული ცხიმები, პირიქით, მუცლის არეში ზედმეტი ცხიმის მოცილებაში დაგეხმარებათ. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ცხიმებით გაჯერებული საკვების ერთთვიანი დიეტა საკმარისია იმისათვის, რომ დაემშვიდობოთ მუცლის ირგვლივ ცხიმოვან საფარს.
გარდა ამისა, მონოგაჯერებული ცხიმი არის გულის, ღვიძლის, დიაბეტის, მკერდისა და ფილტვის კიბოს პროფილაქტიკური საშუალებაა. ამ ცხიმს შეიცავს ზეითუნის ზეთი, ნიგოზი, ავოცკდო და შავი შოკოლადი.
2. ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი. გაგიკვირდებათ, მაგრამ დამატებით მოცულობას თქვენს მუცელს სძენს... ჰაერი. იმისათვის, რომ მისი არსებობა აიცილოთ თავიდან, უნდა დაიცვათ რამდენიმე მარტივი წესი: ჭამეთ ნელა და შეეცადეთ, არ გააღოთ პირი ძალიან ფართოთ. მანამ საკვებს ღეჭავთ, საჭმლის გადამამუშავებელ სისტემაში საკვებთან ერთად ხვდება ჰაერიც.
ნუ დალევთ გაზიან სასმელებს. როგორ ფიქრობთ, სად მიდის გაზის ბუშტუკები? ნუ მიეძალებით პროდუქტებს, რომელიც გაზების წარმოქმნას უწყობს ხელს: კომბოსტოს, ლობიოს, ტკბილ წიწაკას, მსხალსა და ციტრუსებს.
მიიღეთ ნაკლები მარილი: მარილიანი საკვები წყურვილს იწვევს და სითხეს აკავებს ორგანიზმში. ორგანიზმში ზედმეტი სითხეც გასუქებას იწვევს.
დაივიწყეთ საღეჭი რეზინი. სანამ თქვენ ღეჭავთ, ზედმეტ ჰაერსაც ისრუტავთ, რომელიც საჭმლის გადამამუშევებელ სისტემაში ხვდება, შემდეგ კი მუცელში და გბერავთ. საკვების ურეჟიმოდ მიღება, მოწევა და ზედმეტი ალცოჰოლიც გაზების დაგროვებას და საჭმლის მოუნელებლობას იწვევს.
3. გამომშრალი პური. პურ-ფუნთუშეული რომ მოხდენილ სხეულთან არ ასოცირდება, ეს ყველამ ვიცით. ხორბლის რბილი სახეობები დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს, რაც ჩვენი სხეულის დაუძინებელი მტერია. გარდა ამისა, ბრიტანელი დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ პურის ბევრი მწარმოებელი საკუთარ პროდუქციაში სპეციალურ კონსერვანტებს უმატებს, რაც პურს დიდი ხნის განმავლობაში ტოვებს ფუმფულას. ეს გასაგებიცაა, ასეთი პურის გაყიდვა ბევრად მარტივია, ვიდრე ხმელი ბატონის. სამაგიეროდ ჩვენს ნაწლავებზე ფუმფულა პური არც ისე კარგად აისახება.
კარგი სიახლეები: იმისათვის, რომ ეს უსიამოვნებები აიცილოთ თავიდან, აუცილებელი არ არის, უარი თქვათ პურზე. უბრალოდ შეიძინეთ სპეციალური ორცხობილები (შეგიძლიათ თავადაც გააკეთოთ) ან დაპრესილი ხორბალი (ე.წ. ხლებცი). გარდა იმისა, რომ ხმელ პურს ბევრს ვერ შეჭამთ, გახუხულ პურში უჯრედისია, რაც თქვენი ნაწლავებისთვის ძალიან სასარგებლოა.
4. მედიტაცია. რა ცოდვებში აღარ უმხელიათ ექიმებს სტრესი. ახლა, ყველაფერთან ერთად, მას სიმსუქნის გამომწვევადაც მიიჩნევენ. როცა ვნერვიულობთ, ჩვენს ორგანიზმში სტრესის ჰორმონი, კორტიზოლი წარმოიქმნება, რომელიც შიმშილის მასტიმულირებელია და განსაკუთრებით კი – ტკბილის სურვილს აღძრავს. გარდა ამისა, კორტიზოლის ზედმეტი გამოყოფისას ჩვენს ორგანიზმს ერთგვარი სიგნალი მიეწოდება: "დროა დავაგროვოთ მუცლის მიდამოებში ცხიმები". ამიტომაც, ეცადეთ, არ ნაკლები ინერვიულოთ, სვით პიტნიანი ჩაი და ჩაატარეთ დღეში 5-10 წუთიანი მედიტაციები.
5. წელის ვარჯიშები. ბევრი ადამიანი მუცლის დასაგდებად პრესის გამთანგავ ვარჯიშებს მიმართავს – წელისა და ფეხების წამოწევას, სპეციალური ტრენაჟორებს და სხვას... რა თქმა უნდა, ამით ზიანი არ მოგადგებათ, მაგრამ განსაკუთრებულ სარგებლობასაც არ მოგიტანთ. თქვენ რკინის პრესს მიიღებთ, მაგრამ თქვენი მუცელი ბრტყელი ნამდვილად ვერ გახდება.
ამიტომაც ქალებისთვის მუცლის ვარჯიშების კომპლექსი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს.
სცადეთ აი, ასეთი: დაწექით მუცელზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში და ამოზნიქეთ წელი. გააკეთეთ 3 პერიოდად, თითო 15-ჯერ.
ახლა დაწექით სწორად მუცელზე და აწიეთ ერთდროულად ფეხები და წელი, ხელები წინ გაქვთ გამართული. გაიმეორეთ 2 პერიოდად, თითოეული 10-ჯერ.
დაბოლოს: მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში აწიეთ ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელები და ერთმანეთზე გადაჭდობილი ფეხები და გაიკატავეთ მუცელზე. გაიმეორეთ 2 პერიოდი 20-20-ჯერ. ასე არა მხოლოდ ბრტყელ მუცელს მიიღებთ, არამედ მაგარ ხერხემალს, ზურგს და უკანალსაც გაიმკვრივებთ.