1. დაიბანეთ თმა თქვენი ტიპისთვის შესაფერისი შამპუნით, შემდეგ წაისვით კონდიციონერი და რამდენიმე წუთი გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ.
2. თითებით ან სავარცხლით გაანაწილეთ თმა ლოკონებად. აუცილებელი არ არის, რომ ლოკონები თანაბარი სისქის იყოს.
3. თითოეული ლოკონის ზედა ნაწილი დააფიქსირეთ ერთი თითი, ხოლო მეორეზე დაიხვიეთ თმა.
4. დახვეული ლოკონი მიიმაგრეთ თმის სარჭით. ასე გაიჩერეთ თმა 30 წუთი, ან იქამდე, სანამ სრულიად არ გაშრება. შეგიძლიათ გაიშროთ ფენით.
5. მოიხსენით სარჭები და ჩამოიყარეთ ხვეული ლოკონები. არ დაივარცხნოთ, ამის მაგივრად თითებით კიდევ მოკუჭეთ და შემდეგ გააცალკევეთ თითოეული ლოკონი. . შეგიძლიათ ხელისგულზე თმის დასაყენებელი ცოტაოდენი გელიც წაისვათ.
6. ახლა გადმოხარეთ თავი წინ, ცოტა აიჩეჩეთ თმა და ისევ უკან გადაყარეთ. ბოლოს შეისხით ცოტაოდენი ლაკი, რომ დაიფიქსიროთ ტალღები.
ასევე იხილეთ:
ბალერინას "კოსა" - ზაფხულის ყველაზე მოდური ვარცხნილობა ( ფოტო + ვიდეო)
კონიაკი + კვერცხის გული = თმის მკვებავი ეფექტური ნიღაბი
ჟელატინის ნიღაბი თმის სწრაფად გასაზრდელად