გაფცქვნილი უმი კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე, ფაფა მოათავსეთ ორ ფენა მარლაში, დაიდეთ სახეზე 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი რეკომენდებულია მგრძნობიარე და გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანისთვის. ასევე სახის შეშუპებისა და ნაოჭებისთვის. გამონაყრის დროს ნიღაბი გაიჩერეთ 1-2 საათი.
მგრძნობიარე კანისთვის კარგია სახის სახამებლის კლეიტერით დაბანა. ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი გახსენით ერთ სუფრის კოვზ ცივ წყალში. როცა ფქვილი კარგად გაიხსენება, დაუმატეთ ცოტაოდენი ადუღებული წყალი და ჩქარ-ჩქარა ურიეთ. მიღებული კისელი გახსენით 1 ლ თბილ წყალში და ამ მასით დაიბანეთ სახე.
გაფცქვენით კარტოფილი და თხელ ნაჭრებად დაჭერით. დაიდეთ ნაჭრები სუფთა სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიაბენთ თბილი წყლით. პროცედურა ათეთრებს, ატონიზირებს კანს, ხდის მას მკვრივს და სძენს ბუნებრივ სიბზინვარეს.
დასაბანი პასტა მშრალი კანისთვის. რძეზე ან წყალზე მომზადებულ კარტოფილის პიურეს (არაჟნის კონსისტენციის) დაუმატეთ ჩაის კოვზი ბორის მჟავა, ჩაის კოვზი (არასავსე) საპარსი კრემი და კარგად აურეთე. პასტა სახეზე მსუბუქად გაინაწილეთ თითებით და ერთ წუთში ჩამოიაბენთ ცივი წყლით. ეს მასა საოცრად ასუფთავებს კანს და მისი შენახვა შეგიძლიათ მაცივარში 2-3 დღის განმავლობაში.
გახეხეთ უმი კარტოფილი წვრილ სახეხზე და გაწურეთ მარლაში. წაისვით წვენი სახეზე, ან დაასველეთ მასში მარლა (ხელსახოცი) და დაიდეთ კანის დაზიანებულ ადგილებზე. კარტოფილის წვენი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებისაა, გამოიყენება გამონაყრის, დამწვრობის, მტკივნეული მაზოლების დროს. ასევე კარგია თვალის ჩამოსიებული უპეებისთვის.
მოშვებული კანისთვის საუკეთესოა: კანიანად მოხარშული კარტოფილის გული გაქენით ერთ ჩაის კოვზ არაჟანში, რძეში, ზეითუნის ზეთსა და გლიცერინში. ნიღაბი დაიდეთ სახეზე, ზემოდან დაიფინეთ ხელსახოცი და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ნიღბის თბილი წყლით ჩამობანვის შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი.
მოხარშულ და დაჭყლეტილ კარტოფილში შეურიეთ ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. მიღებული ფაფა დაიდეთ სახეზე 20 წუთი, ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, ხოლო შემდეგ ცივი წყლით. რეკომენდებულია მშრალი კანისთვის.
მზისგან დამწვრობისთვის საუკეთესოა შემდეგი ნიღაბი: მოხარშეთ რამდენიმე კარტოფილი კანიანად, გაფცქვენით, გაჭყლიტეთ და შეურიეთ ახალი არაჟანი ან ნაღები. თბილ-თბილი ნიღაბი დაიდეთ სახზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ გაიწმინდეთ ბამბის ტამპონით.
მშრალი და ნორმალური კანისთვის კარგია შემდეგი ნიღაბი: კანიანად მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით, დაჭყლიტეთ და შეურიეთ კვერცხის გული, თბილ-თბილი დაიდეთ სახეზე, დაიფინეთ ზემოდან პირსახოცი და გაიჩერეთ 20-30 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ინდური ნიღაბი: აიღეთ თითო ჩაის კოვზი თაფლი, თბილი რძე, კარტოფილის ფქვილი, მარილი და ყველაფერი კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი ფაფის მიღებამდე. ნიღაბი წაისვით სახეზე ბამბის ტამპონით ფენა-ფენა (როცა ერთი ფენა გაშრება, დაიდეთ მეორე და ა.შ.), 20-25 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, ხოლო შემდეგ გრილი წყლით. რეკომენდებულია ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის. ასწორებს ნაოჭებს და ასუფთავებს კანს პიგმენტური ლაქებისგან.