ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რომ ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ძალიან ბევრი შრომა და ენერგია გჭირდებათ, აღმოჩნდა, რომ ეს ასე სულაც არ არის.
გთავახოვთ რვა რჩევას, თუ მათ ჩვევად გააქცევთ, მალე იგრძნობთ, რომ თქვენი ცხოვრება სხვანაირი გახდება.
დატოვე ფეხსაცმელი კართან
ეს იაპონური საუკენეობრივი ტრადიცია, რეალურად მხოლოდ დადებით გავლენად მოახდენს თქვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში სახლს დაიცავთ, ქუჩიდან შემოტანილ მტვერს კართან დატოვებთ. ასევე მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ფეხშიშველი სიარული სტრესს მოგიხსნით.
ყოველდღიური გაიხეხე ენა
ამით თავიდან აირიდებთ კარიერს და უამრავ დაავადებას, რომელიც თქვენს კბილებს ყოველდღიურად ემუქრება. ენაზე გროვდება ბაქტერიები, რომლებიც პირში უსიამოვნო სუნს იწვევენ.
ხველის დროს პირზე ხელი აიფარე
ამით არამხოლოდ სხვებს გადაარჩენთ, რომ ვირუსი არ გადაედოთ, არამედ საკუთარ თავსაც დაიცავთ, რომ ჰაერიდან პირის ღრუში დამატებითი ბაქტერიები არ მოხვდეს.
დალიე უამრავი წყალი
დღეს, ადამიანების დიდი ნაწილს ყველაზე მეტად ამ სასარგებლო ჩვევის გამომუშავება უჭირთ. ბევრს საერთოდ არ უყვარს წყალი და შეიძლება რამდენიმე დღე ისე გავიდეს, რომ მხოლოდ გაზიანი სასმელებით დაკმაყოფილდეს. თუ ონკანის წყალს ვერ ვსვამთ, გემოს მისაცემად დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი ან ფორთოხალი.
სრულად იხილეთ: reitingi.ge