1. აფთიაქში შეიძინეთ ზეთოვანი E ვიტამინი. მცირე რაოდენობა წაისვით სახეზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიმუშავეთ სახის კანი, გაიკეთეთ მასაჟი.
შემდეგ სახეზე კვერცხის ცილა გადაისვით და 30 წუთი გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ეს ნიღაბი ასუფთავებს ფორებს, გაგათავისუფლებთ მუწუკებისგან და გაგიმკვირვებთ სახის კანს.
2. სახის ყველაზე იაფი და ეფექტური გამწმენდის მოსამზადებლად სოდა და 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგის რამდენიმე წვეთი დაგჭირდებათ. შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში და რამდენიმე წუთი ხელის წრიული მოძრაობით გაისუფთავეთ სახის კანი.
3. არასასურველი თმის მოსაცილებლად დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი სოდა და 2 ჩ/კ ყავის ნალექი. ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთში და წრიული მოძრაობით დაიმუშავეთ სხეულის თმიანი ზონა.
4. საბავშვო საპონი საპარსი ქაფის საუკეთესო შემცველელია. ამასთანავე, იგი არ აღიზიანებს და არ აშრობს კანს.
5. ფეხის სკრაბსაც დამოუკიდებლად და იაფად მოამზადებთ. ამისათვის ერთმანეთში შეურიეთ შაქარი, თაფლი და ზეითუნის ზეთი. უნდა მიიღოთ კრემისებური მასა. დაიმუშავეთ ფეხები და ნახავთ, როგორი ჯანმრთელი იერი მიეცემათ მათ.
6. თმისთვის მოცულობის მისაცემად აუცილებელი არაა ძვირად ღირებული საშუალებების შეძენა. აიღეთ ის რაოდენობის შამპუნი, რაც დაბანისთვის გჭირდებათ და ცოტაოდენი (დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი) სოდა შეურიეთ. დაიბანეთ თავი ჩვეულებრივი წესით და ეფექტი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
ასევე იხილეთ:
წიწაკის წებოვანა - მარტივი და იაფი საშუალება ცელულიტის წინააღმდეგ
როგორ მოვამზადოთ ავტორუჯი საკუთარი ხელით?
როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს სახლის პირობებში: უცნაური მეთოდი, რომელზეც სულ ტყუილად გაგეცინებათ