სცადეთ თმის ნიღაბი თაფლითა და გვირილით. ცნობილია, რომ გვირილა ანთებისაწინააღმდეგო თვისებას შეიცავს, რაც ნიშნავს, რომ ის შეუცვლელია სებორიული სოკოს წინააღმდეგ ბრძოლისას.
დააყენეთ გვირილის 2-3 პაკეტისა და დაახლოებით 400 მლ ადუღებული წყლისგან მაგარი ნაყენი და დაუმატეთ მას 60 გ თაფლი.
დაიბანეთ თავი და სველ თმაზე გადაივლეთ მომზადებული ნაყენი. გაიჩერეთ და 10 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.