თუ გახდომას აპირებთ, აუცილებელია იცოდეთ, რამდენი ხანი სჭირდება კუჭს ამა თუ იმ საკვების მონელებისთვის.
1-2 საათი - წყალი, ჩაი, ყავა, კაკაო, ბულიონი, რძე, თოხლოდ მოხარშული კვერცხი, მოხარშული ბრინჯი, მდინარის მოხარშული თევზი, წიწიბურასა და შვრიის ფაფა.
2-3 საათი - მაგრად მოხარშული კვერცხი, ომლეტი, ზღვის მოხარშული თევზი, მოხარშული კარტოფილი, პური, რძის პროდუქტები.
3-4 საათი - ძროხისა და ქათმის მოხარშული ხორცი, ვაშლი, სტაფილო, თალგამი, კიტრი, ისპანახი, შემწვარი კარტოფილი, მაგარი ყველი, ლორი, თხილი, ნიგოზი და მზესუმზირა.
4-5 საათი - პარკოსნები (ლობიო, ბარდა), შემწვარი ხორცი, ქაშაყი, გარეული ფრინველის ხორცი.
5-6 საათი - სოკო, ცხოველური ცხიმი.
ეცადეთ, დაძინებამდე 3-4 საათით ადრე ივახშმოთ.
გამოთვალეთ, რამდენი საათი გჭირდებათ მიღებული საკვების გადასამუშავებლად და მხოლოდ მოშიებულმა ისადილეთ. ამ წესით მოიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის მუშაობას და უფრო ადრე გახდებით.
დროდადრო, თუ საჭმლის რაოდენობასა და მისი მონელების რეჟიმს დაიცავთ, კუჭი დაგიპატარავდებათ ზომაში. შედეგად, ექსტრემალური მეთოდების გარეშე გამოჯანმრთელდებით, გახდებით და გაახალგაზრდავდებით.
დაბოლოს, იმ საკვებს, რომელსაც დიდხნიანი გადამუშავება სჭირდება (ხორცი, პარკოსნები, სოკო) ნუ დააყოლებთ, წვენებს, ხილს, თხილს და ა.შ, რადგან კუჭი გაგებერებათ და მომდევნო ჯერზე უფრო მეტის ჭამა მოგინდებათ.
შედეგად, მალეც გასუქდებით. ამიტომ ჯერ ადვილად მოსანელებელი საკვები მიირთვით და როცა კუჭი დაგიცარიელდებათ, მოგშივათ, მერე ისადილეთ.