1. როგორ უნდა შეარჩიოთ ვარდისფერი პომადის ფერი? - წაისვით სამი სხვადასხვა ტონალობის პომადა ტუჩებზე ვერტიკალურად. თქვენი ფერი ისაა, რომელიც ყველაზე ახლოსაა ღრძილების ფერთან.
2. წითელი ფერის პომადის არჩევისას ორ რამეს მიაქციეთ ყურადღება: პირველი - კანის ტიპი. თუ თბილი კანის ტიპი გაქვთ, უპირატესობა ფორთოხლისფერი ტონალობის პომადას მიანიჭეთ; ხოლო ცივი კანის ტიპის მქონეებმა მოწითალო-ჟოლოსფერი უნდა აირჩიონ.
ნეიტრალური წითელი ფერის პომადა ორივე ტიპის კანს უხდება. მეორე ნიუანსი - პომადამ კბილები ვიზუალურად უფრო თეთრი უნდა გამოაჩინოს და არა ყვითელი.
3. როგორ უნდა გაარკვიოთ, კანის ტიპი ცივი გაქვთ თუ თბილი? დაიხედეთ მაჯაზე, თუ ცისფერ-იისფერი ვენები გაქვთ, ცივი გქონიათ, ხოლო თუ მუქი ან ყავისფერი - თბილი.
4. ექსპერტები გვირჩევენ, რომ ვარჯიშის დაწყებამდე მაკიაჟი მოვიშოროთ, მაგრამ თუ სპორტდარბაზში "შიშველი" სახით მისვლა არ შეგიძლიათ, არავინ გიკრძალავთ ტუშის, პომადისა და თვალის ფანქრის წასმას. აი, ტონალურისა და "პუდრის" წასმას ჩვენც არ გირჩევთ. ვარჯიშის დროს მათ ოფლში არევა და ფორების დაცობა შეუძლიათ.
5. ნაოჭების მიდამოებში მბზინავ კოსმეტიკას (მაგალითად, ჩრდილებს) ნუ წაისვამთ. ნაოჭები უფრო შესამჩნევი გახდება.
6. ზოგჯერ ჩრდილები ყუთში მკვეთრი ფერის ჩანს, კანზე კი ოდნავშესამჩნევია. ასეთ სიტუაციაში თეთრი ფანქარი გიშველით, წაისვით იგი ქუთუთოზე და მერე - ჩრდილი. ასევე შეგიძლიათ მოიქცეთ მანიკიურის შემთხვევაშიც.
7. წარბის კორექციისას მთავარია სიმეტრია დაიცვათ. გახსოვდეთ, წარბები დები არიან და არა ტყუპი.
8. თუ ცხიმიანი ან შერეული ტიპის თმა გაქვთ, ნუ წაისვამთ კონდიციონერს ძირებზე, - თმა მოცულობას დაკარგავს. ეცადეთ ისინი თმის შუა და ბოლო ნაწილებში შეიზილოთ.
9. კონდიციონერის გამოყენების შემდეგ თმაზე გრილი წყალი გადაივლეთ. ამით უფრო გაიხანგრძლივებთ კონდიციონერის მიერ გამოწვეულ ეფექტს.
10. იმისათვის, რომ ლაქმა ფრჩხილზე დიდხანს გაძლოს, ორ დღეში ერთხელ გადაისვით ლაქის ახალი ფენა.
11. ფრჩხილი მალე რომ გაშრეს, ლაქის წასმის შემდეგ თითები ცივ წყალში ჩაყავით. ზოგიერთი ფენით იშრობს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ფენი ახუნებს ლაქის ფერს.
12. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების და თამამად გამოიყენეთ რამდენიმე სუნამო ერთდროულად. ამით უნიკალურ კომპოზიციას შექმნით და ასეთი "სუნამო" მარტო თქვენ გექნებათ.