მთელი დღის დაღლილობის შემდეგ, საღამოს შინ დაბრუნებულს ხშირად საუბარიც კი გიჭირთ.
ეს ჯადოსნური ელექსირი კი სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ დაძინებამდე მხნედ იყოთ და დაღლილობამ აღარ შეგაწუხოთ.
ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ გამხმარი ჭინჭარი, ასკილი და მატიტელა.
მომზადება:
აიღეთ ერთი სადილის კოვზი თანაბარი რაოდენობით სამივე მცენარე, ცხადია, გამხმარ მდგომარეობაში და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ სამი საათის განმავლობაში.
ნაყენი დალიეთ სახლიდან გასვლამდე, დღის პირველ ნახევარში, ყლუპ-ყლუპად ან ერთიანად. დიდი ხანი შესვენება არ გააკეთოთ. დალევამდე და შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში არ მიირთვათ.
იხილეთ მომზადება: reitingi.ge