თურქული წესით მომზადებული ყავა აქვეითებს მადას.
დიეტის დროს უმჯობესია, ყავა 12-დან 17 საათამდე დალიოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩაანაცვლოთ ყავით სადილი ან ვახშამი. ამით კუჭს დაიავადებთ.
ყავა ცელულიტს ებრძვის
მოხარშეთ ნატურალური ყავა თურქული წესით. ნალექი წაისვით პრობლემურ ადგილებზე და თერმოეფექტის გასაუმჯობესებლად შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში ორჯერ.
ცელულიტთან საბრძოლველად მეორე მეთოდიც არსებობს: დაფქული ყავა შხაპის გელს შეურიეთ, პრობლემურ ადგილებზე წაისვით და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს პროცედურაც კვირაში ორჯერ უნდა გაიკეთოთ.