მასაჟი შესასრულებლად მარტივია. აიღეთ ჩაის ან დესერტის კოვზები ერთი ჭიქა ცივი წყალი, ყინულებით და ფიალა შემთბარი ზეთით (სასურველია ზეითუნი ან სიმინდის ზეთი).
1. ჩამობანეთ სახიდან კოსმეტიკა და წაისვით მკვებავი კრემი; კოვზები კი სპირტით გაწმინდეთ.
2. ყინულიან წყალში გაცივებული კოვზები ზედა ქუთუთოებზე დაიდეთ და აიღეთ. გაიმეორეთ 5-ჯერ. იმავე გაიკეთეთ ქვედა ქუთუთოზეც. ასეთი მეთოდით დასივებული ქუთუთოს და თვალის ქვეშ ჩაშავებული ქუთუთოს სიმპტომს გაიქრობთ.
3. ახლა კოვზები თბილ ზეთში ჩააწყვეთ. დაიდეთ სახეზე და გაიკეთეთ მასაჟი. კოვზები სახის ნაკვთებზე ერთდროულად უნდა ამოძრაოთ.
ახლა მიმართულებები განვიხილოთ: შუბლიდან საფეთქლებისკენ; ლოყებზე - ცხვირიდან ყურებისკენ. თვალის გარშემო - წრიული მოძრაობები. ყელიდან - ნიკაპისკენ.
თითოეული მოძრაობა 10 ჯერ გაიკეთეთ. როგორც კი კოვზს გაუჭირდება სრიალი, ისევ ჩააწეთ ზეთში. პროცედურის დასრულების შემდეგ სახე თბილი წყლით დაიბანეთ.
მასაჟი ჩაიტარეთ ყოველდღიურად და შედეგს 10-12 პროცედურის ჩატარების შემდეგ შეამჩნევთ.