თაფლი, ლიმონი და ნიგოზი - 3-4 ცალი ნიგვზის ლებანი დააქუცმაცეთ, გადაურიეთ 1 ჩ/კ თაფლში და შეჭამეთ. მიირთვით ყოველდღიურად 1-2 კვირის განმავლობაში.
2-3 ცალი ლიმონი გარეცხეთ და კანიანად დააბლენდერეთ, გადაურიეთ თაფლი (1:1) მიიღეთ 1 ს/კ დღეში სამჯერ, ჭამის შუალედებში.
ზღვის კომბოსტო - შეიცავს იოდსა და 40 მიკროელემენტს, რაც იცავს და აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას.
ხურმა - მდიდარია იოდით. აგრეთვე მაგნიუმით, ნატრიუმით, რკინით (რკინის შემცველობით ვაშლსაც ჯობნის) ა, ც და პ ვიტამინებით.
ხახვი - სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის, გულისა და ღვიძლის მუშაობისთვის. შეიცავს უამრავ მიკროელემენტს, რაც აძლიერებს იმუნიტეტს.
ვაშლი - ის, ვინც დღეში 1-2 ვაშლს ჭამს, დაცულია კიბოს უჯრედების გაჩენისგან. უმჯობესია, ვაშლი კურკებიანად და კანიანად მიირთვათ.
ზღვის პროდუქტები - შეცავენ იოდს, მიკროელემენტებს, რაც აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.
მოცვი - ანტიოქსიდანტების საბადოა. აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას.
ისპანახი - მასში შემავალი ლუტეინი და კაროტენოიდები აუმჯობესებენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.
წითელი თევზი - უმჯობესია, იგი ვახშამზე მიირთვათ. უპირატესობა მოხარშულს, ორთქლზე მომზადებულს ან დამარილებულს მიანიჭეთ. იგი მდიდარია ომეგა-3-ის ცხიმებით, აგრეთვე ფარისებრი ჯირკვლისთვის აუცილებელი მინერალებითა და ვიტამინებით.