აქტივირებული ნახშირისგან მომზადებული წამწამების ტუში - Marao

აქტივირებული ნახშირისგან მომზადებული წამწამების ტუში

2014-09-08 11:21:42+04:00

ტუშის მომზადება სახლის პირობებში, საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ. ეს ძალიან მარტივია:

თქვენ დაგჭირდებათ:

აქტივირებული ნახშირი;

ჟოჟობას ზეთი;

ვიტამინ E-ს კაფსულა.

დაფხვენით წმინდად ნახშირი, შეურიეთ ჟოჟობას ზეთი და ვიტამინი E. უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა. ამ რეცეპტით მომზადებული ტუში ჩვეულებრივზე უფრო ნელა შრება, მაგრამ სამაგიეროდ, არ აწებებს ერთმანეთზე წამწამებს, არ აზიანებს, პირიქით, კურნავს და ახშირებს მას.

წასასმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი ტუშის ფუნჯი, რა თქმა უნდა, წინასწარ კარგად გარეცხილი და გამშრალი.

დემაკიაჟიც ჩვეულებრივად კეთდება: თბილი წყლით ჩამოიბანეთ ან თვალის მაკიაჟის მოსაცილებელ ლოსიონში დასველებული ბამბის ტამპონით ჩამოიწმინდეთ. ტუში შეინახეთ მაცივარში ერთი კვირის განმავლობაში.

რეცეპტი #2

- 2 აბი აქტივირებული ნახშირი;

- რამდენიმე წვეთი ალოეს წვენი (შეგიძლიათ ახალგამოწურული მცენარის ან ნაყიდი ალოე ვერას გელი გამოიყენოთ).

დაფხვენით წმინდად ნახშირი, დაუმატეთ ალოეს წვენი ან გელი (დაახლოებით 1:1-ზე). ტუში მზად არის!