თქვენ დაგჭირდებათ:
ერთი რულონი საკვების შესაფუთი ცელოფანი;
წიწაკის შემცველი ნებისმიერი მალამო (იყიდება აფთიაქში და ძალიან იაფია);
ყველაზე უბრალო (საბჭოთა) ბავშვის კრემი;
კოფეინ ბენზონატი ამპულებში (იყიდება ასევე აფთიაქში);
ერთი ცალი შპრიცი (იმისათვის, რომ ამპულიდან კოფეინი ამოიღოთ);
ნებისყოფა.
მასა ძალიან ფრთხილად უნდა წაისვათ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგხვდეთ თვალში. წასმის შემდეგ გულდასმით დაიბანეთ ხელები.
ვამზადებთ გამძლეობისა და სილამაზის იარაღს: გამოიღეთ ტუბიდან ბავშვის კრემი (დაახლოებით 4 სმ სიგრძეზე გამოშვებული), დაუმატეთ წიწაკის შემცველი ნებისმიერი მალამო (2 სმ სიგრძეზე გამოშვებული), დაუმატეთ 4 ამპულა კოფეინი.
წაისვით მომზადებული მასა პრობლემურ ზონებზე და შეიხვიეთ ცელოფნით. ზემოდან ჩაიცვით თბილი ტანსაცმელი. შეფუთვამდე ერთი საათით ადრე არც ჭამოთ და არც დალიოთ. იარეთ შეფუთულმა 3 საათი და რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში არც ჭამოთ და არც დალიოთ. შეფუთვის მოხსნის შემდეგაც 2 საათი არ ჭამოთ.
ამიტომაც საუკეთესოა, თუ სახვევს ძილის წინ გაიკეთებთ.
3 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით, რადგან ოდნავ ცხელი წყალიც კი ამ სახვევის შემდეგ მდუღარედ მოგეჩვენებათ. შემდეგ წაისვით ტანის დამატენიანებელი კრემი.
შედეგი არ დააყოვნებს. პირველივე პროცედურის შემდეგ თქვენი კანი საოცრად გლუვი გახდება, ხოლო 2-3 პროცედურის შემდეგ გარშემომყოფებიც კი შეამჩნევენ, რამდენად მოიკელით წონაში.
ყურადღება!
ამ პროცედურის ჩატარება არ არის რეკომენდებული ჰიპერტონიკებისთვის, გულს-სისხლძარღვთა პრობლემების, ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის, ალერგიულობის და კანის სხვადასხვა დაავადების დროს.
ასევე იხილეთ:
წიწაკის წებოვანა - მარტივი და იაფი საშუალება ცელულიტის წინააღმდეგ
თაფლიანი ჩაის სახვევი – მოკლებული სანტიმეტრები და გამქრალი ცელულიტი