პირშუშხა - ძლიერი ბიოლოგიური ანტიბიოტიკია, რომელიც პირის ღრუში, ცხვირსა და ხახაში არსებულ ბაქტერიებს ებრძვის.
ბრონქიტისა და ხველების დროს ერთმანეთში შეურიეთ 1 სადილის კოვზი გახეხილი პირშუშხა და 3 ს/კ თაფლი. შეინახეთ მინის ქილაში. მიიღეთ ყოველდღიურად 1 ჩ/კ 5-ჯერ დღეში. არ ჩაყლაპოთ, კევივით დიდხანს უნდა ღეჭოთ.
ცისტიტის დროს: 1 ს/კ გახეხილ პირშუშხას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5 წუთი და ჩაისავით დალიეთ. სასურველია, დღეში 3-4 ჭიქა ასეთ ნაყენი მიიღოთ.
შტოში - ძლიერი ანტიბიოტიკი და ანტივირუსული პროდუქტია. ასუფთავებს შარდის ბუშტს მავნე ბაქტერიებისგან. აგრეთვე, იცავს უჯრედებს ზიანის მომტანი რადიკალებისგან.
შტოში და წითელი მოცვი შეუცვლელი პროდუქტებია გაციების დროს. აქვთ შარდმდენი და ანტიბაქტერიული თვისებები.
ნაყენის მოსამზადებლად დანაყეთ შტოშის ან წითელი მოცვის მარცვლები. გადაურიეთ შაქარი (3:1). მიღებული მასის 2 ს/კ-ს დაასხით 0,5 ლიტრი თბილი წყალი და მიირთვით.
ნიორი - ნივრის ერთი კბილი 400 სასარგებლო კომპონენტს შეიცავს. გამოდევნის შინაგანი ორგანოებიდან ბაქტერიებს, ასუფთავებს სისხლს, აუმჯობესებს არტერიულ წნევას, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას; იცავს ორგანიზმს უამრავი დაავადებისგან, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
მისი ყველა სასარგებლო თვისების ჩამოთვლა შეუძლებელია. უბრალოდ, ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ მის სუნს და დღეში ერთი, აბივით მოჭრილი ნივრის რგოლი გადაყლაპოთ (სასურველია ჭამის დროს, კუჭი რომ არ აგეწვათ, ან უზმოზე, წყალთან ერთად).
ნივრის ლიქიორი 100 დაავადების სამკურნალოდ: მინის ბოთლში მოათავსეთ ოთხად გაჭრილი 12 კბილი ნიორი. დაასხით 3 ჭიქა წითელი ღვინო. ბოთლს თავსახური დაახურეთ და მზისგულზე დადგით 2 კვირის განმავლობაში. ყოველდღე, დღეში 2-3-ჯერ შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ და მუქი ფერის მინის ქილაში გადაასხით.
მიიღეთ 1 ჩ/კ დღეში სამჯერ ერთი თვის მანძილზე. ეს ლიქიორი აუმჯობესებს შრომისუნარიანობასა და იმუნიტეტს; ასუფთავებს სისხლს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და მოგაშორებთ ზედმეტ წონას. შეუდარებელია ქალური დაავადებებისა და ანთებების დროს.
რეჰანი - ანტიბაქტერიული თვისებების გამო იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადებისგან.
ანგინის დროს: დაქუცმაცებული რეჰანის 4 ჩ/კ-ს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთი. გადაწურეთ და დღეში 2-3-ჯერ გამოივლეთ ყელში.
კონიუქტივიტის დროს: 2 ს/კ რეჰანს დაასხით 500 მლ ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ, გადაწურეთ, თბილ ნაყენში დაასველეთ თვალის ზომაზე მოჭრილი დოლბანდები და გაიჩერეთ თვალებზე. აგრეთვე, დალიეთ ნაყენი ყავის ჭიქებით (100-გრამიანი), ჭამის წინ 2-3-ჯერ დღეში.
თავის ტკივილის დროს: აიღეთ თანაბარი რაოდენობის რეჰანი, სალბი და მელისა. 1 ჩ/კ მცენარეთა ნაკრებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთი. გადაწურეთ და შეგრილებულს დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი. დალიეთ ყლუპ-ყლუპად. ეს ნაყენი დაგამშვიდებთ, ზედმეტ გაღიზიანებულობასა და თავის ტკივილს მოგიხსნით.
ლურჯი მოცვი - ეს კენკრა ბუნებრივ ასპირინს შეიცავს, რომელიც დაგიამებთ ტკივილს და გაგიქრობთ ქრონიკულ ანთებას. ლურჯი მოცვი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც კლავს ბაქტერიებს საშარდე ბუშტში.
მიირთვით ნედლი ან შაქართან (1:1) დაქუცმაცებული. აგრეთვე სასარგებლოა მისი ნაყენი. შაქრიან ლურჯ მოცვს დაასხით ადუღებული, თბილი წყალი, კარგად მოურიეთ, რომ გაიხსნას და სვით.
ჯანმრთელობას გისურვებთ!