8 ოქტომბერი - სასარგებლოა ფეხით სეირნობა. თმის ფერი მხოლოდ ბუნებრივი საღებავებით შეიცვალეთ.
9 ოქტომბერი - კარგი დღეა აბანოსთვის (სასურველია გოგირდის), ორგანიზმის გასაკაჟებლად ბალახეულობის გამოყენება, სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება. მოუარეთ კანს. აგრეთვე, კარგი დღეა დიეტისა და სამედიცინო პროცედურებისთვის.
10 ოქტომბერი - უმჯობესია, დილით ტრენაჟორებზე ივარჯიშოთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, საღამოს სუფთა ჰაერზე ისეირნეთ, იძუნძულეთ.
11 ოქტომბერი - მოუარეთ კანს. აგრეთვე, კარგი დღეა დიეტისა და სამედიცინო პროცედურებისთვის. სტომატოლოგთან ვიზიტი სხვა დღისთვის გადადეთ.
12 ოქტომბერი - დღეს ფული საკუთარ თავს დაახარჯეთ: მოიწყვეთ შოპინგი, ეწვიეთ სილამაზის სალონს, ღირსშესანიშნავ ადგილებს.
13 ოქტომბერი - მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს. ეს დღე სულისა და სხეულის დასვენებას, მის სრულყოფილებას დაუთმეთ.
14 ოქტომბერი - ეწვიეთ გინეკოლოგს. აგრეთვე, კარგი დღეა სახის გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩასატარებლად.
15 ოქტომბერი - გაიხსენეთ ბებიების რეცეპტები და მათი დახმარებით აღიდგინეთ ჯანმრთელობა, დაიბრუნეთ სილამაზე. აგრეთვე, კარგი დღეა სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად, დიეტის დასაცავად.
16 ოქტომბერი - ეწვიეთ სილამაზის სალონს, შეიცვალეთ ვარცხნილობა. აგრეთვე, კარგი დღეა სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად, დიეტის დასაცავად.
17 ოქტომბერი - სილამაზის სალონს დღის პირველ ნახევარში ეწვიეთ. მეორე ნახევარი პასიურ დასვენებას დაუთმეთ. დღეს შეგიძლიათ ხორცმეტები (მეჭეჭი, ხალი) მოიშოროთ.
18 ოქტომბერი - მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან, თქვენთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
19 ოქტომბერი - კარგი დღეა ვარჯიშისა და თმაზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად; აგრეთვე, დიეტისა და სამედიცინო პროცედურებისთვის.
20 ოქტომბერი - შემოდგომის დეპრესიას ვარცხნილობის შეცვლა, ბუნებაში გასეირნება და გამაჯანსაღებელი პროცედურები, ვარჯიში დაგამარცხებინებთ.
21 ოქტომბერი - გაფრთხილდით, არ გაცივდეთ. შეარჩიეთ თქვენთვის სასარგებლო დიეტა. აგრეთვე, კარგი დღეა თმის შესასწორებლად, კანის გამაახალგაზრდავებელი და სამედიცინო პროცედურებისთვის.
22 ოქტომბერი - კარგი დღეა სტომატოლოგიური პროცედურებისთვის. აგრეთვე, სექსუალური ურთიერთობისა და ბავშვის ჩასახვისთვის.
23 ოქტომბერი - კარგი დღეა აბანოსთვის. დღე ისეთ საქმეებს დაუთმეთ, რაც სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.
24 ოქტომბერი - მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, სამედიცინო პროცედურები სხვა დღისთვის გადადეთ. აგრეთვე, ნუ შეიჭრით თმას. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, ვიტამინების მისაღებად.
25 ოქტომბერი - ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგოდ. მიირთვით ლიმონიანი ჩაი. ორგანიზმი კარგად ითვისებს ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ საკვებს.
26 ოქტომბერი - დღე დასვენებას, ორგანიზმის გაკაჟებას დაუთმეთ. ორგანიზმი კარგად ითვისებს ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ საკვებს.
27 ოქტომბერი - დღის დაღლილობას საღამოს არომატული აბაზანა ან მასაჟი ეთერზეთების გამოყენებით მოგიხსნით.
28 ოქტომბერი - დილიდან ენერგიის მოსამატებლად ივარჯიშეთ; შეასრულეთ აერობიკის ილეთები. აგრეთვე, კარგი დღეა ფრჩხილების სამკურნალოდ, მანიკიურისთვის.
29 ოქტომბერი - კანი გაანებივრეთ სამკურნალო ნიღბებით. აგრეთვე, კარგი დღეა ფრჩხილების სამკურნალოდ, მანიკიურისთვის.
30 ოქტომბერი - ნეიტრალური დღეა, არაფერი გავნებთ. შეგიძლიათ სცადოთ გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. კარგ შედეგს მოგიტანთ მასაჟი ეთერზეთებით.
31 ოქტომბერი - თვის ბოლო დღე კარგია მაღაზიებისა და ბაზრობების მოსავლელად. აგრეთვე, კარგ შედეგს მოგიტანთ თმის შეღებვა, თავის დაბანა სამკურნალო ბალახების ნაყენით.
ჟურნალი ”და ქალი”
(ოქტომბრის ნომერი)