გამაახალგაზრდავებელი ჯადოსნური ფაფა - Marao

გამაახალგაზრდავებელი ჯადოსნური ფაფა

2014-12-15 11:26:23+04:00

ჯადოსნური, ენერგიისმომცემი ფაფის მოსამზადებლად ყველა ბურღულეული გამოდგება, გარდა მანანისა და ქერისა.

მომზადება: 1 ჭიქა ბურღული მოხალეთ, მომინანქრებულ ქვაბში კი 2 ჭიქა წყალი წამოადუღეთ.

ბურღული ქვაბში ჩაყარეთ და შემდეგი ჯადოსნური სქემით მოხარშეთ: 7 წუთი მაღალ ცეცხლზე, 3 წუთი - საშუალოზე და 2 წუთი დაბალ ცეცხლზე. გამორთეთ და 12 წუთი თავდახურულად გააჩერეთ.

ტაფაზე გააცხელეთ 3 სადილის კოვზი კარაქი და დაუმატეთ წინასწარ მოხალული ზღვის მარილი. მარილიან კარაქში მორევით გახსენით 1 სადილის კოვზი დაფქული სელის თესლი. იგი ასუფთავებს თირკმელებს, კუჭ-ნაწლავის სისტემას და მთელ ორგანიზმს.

"ჯადოსნური ფაფა" უნდა გადაანაწილოთ და ჭამოთ მთელი დღის განმავლობაში, შვიდი დღის მანძილზე. არ დაგავიწყდეთ, თითოეული ლუკმა 21-ჯერ უნდა დაღეჭოთ.