შინ მომზადებული შამპუნი თმის ცხიმიანობის მოსაშორებლად - Marao

შინ მომზადებული შამპუნი თმის ცხიმიანობის მოსაშორებლად

2014-12-17 12:39:01+04:00

რისთვის: თმის კვება და ცხიმიანობისგან გათავისუფლება.

დაგჭირდებათ:

1 კვერცხის გული

2 სუფრის კოვზი გაფილტრული წყალი

0,5 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი

ტიპი: ცხიმიანი თმა

დრო: 2-3 წუთი

საუკეთესო შინაური შამპუნი ცხიმიანი თმისთვის! ატენიანებს თმას და კვებავს მას ელემენტებით, რომლებიც ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს.

მომზადების წესი:

ათქვიფეთ კვერცხის გული, დაუმატეთ გაფილტრული წყალი და აბუსალათინის ზეთი. ყველაფერი ერთად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გამოყენება:

შეიზილეთ მასაჟური მოძრაობებით შამპუნი და გაიჩერეთ 2-3 წუთის განმავლობაში სველ თმაზე. ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.

შედეგი:

მბზინავი თმა ცხიმიანობის გარეშე.

ასევე იხილეთ:

ბებიის დანატოვარი შამპუნის რეცეპტი თმის სწრაფად ზრდისთვის

4 სახეობის ნატურალური შამპუნი – ვამზადებთ თავად