რჩევები

გაიკეთეთ ეს ტაილანდური ნიღაბი საღამოს, თუკი მეორე დღეს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ ხდება

გაიკეთეთ ეს ტაილანდური ნიღაბი საღამოს, თუკი მეორე დღეს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ ხდება
ამ ნიღაბს ტაილანდელი მასაჟისტები იყენებენ და მას მართლაც ჯადოსნური თვისებები აქვს.
ნიღაბი განსაკუთრებით მაშინ გამოგადგებათ, თუ ღირსშესანიშნავი დღე გელოდებათ. ის მომენტალურად გამოასწორებს თქვენი კანის ფერს, დააცხრობს შეშუპებას, გაათანაბრებს და გაამკვრივებს მას.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ბრინჯი, შვრიის ფანტელი, ნიგოზი, ბანანი, წყალი.


ვამზადებთ შემდეგნაირად: ყავის საფქვავში წმინდად (ფქვილისებურად) ვფქვავთ 70-50 გრ ბრინჯს, იქვე ვფქვავთ ცოტაოდენ შვრიის ფანტელს და კანგაცლილ ორ ლებან ნიგოზს. ყველა დაფქული ინგრედიენტი გადაიტანეთ მოსახერხებელ ჭურჭელში (იმისათვის, რომ მარტივად აურიოთ).

აიღეთ დაახლოებით 3-4 სმ ბანანის
რბილობი (მნიშვნელოვანია, რომ ნაყოფი იყოს ძალიან მწიფე და რბილი) და დაუმატეთ ცოტაოდენ წყალს, რომ მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენცია. ახლა შეურიეთ დაფქული ინგრედიენტები ბანანისა და არაჟნის მასას და კარგად აურიეთ. გააჩერეთ მომზადებული ნიღაბი 10 წუთი, რომ ყველაფერი ერთმანეთს კარგად გაუჯდეს.

სანამ ნიღაბს დაიდებდეთ, მოგიწევთ პატარა პროცედურის ჩატარება. გააკეთეთ გვირილის ნაყენი და დაიორთქლეთ ამ ნაყენზე 7-10 წუთის განმავლობაში სახე. შემდეგ გაიკეთეთ მსუბუქი პილინგი რბილი სკრაბით და დაიდეთ მომზადებული ნიღაბი 20-25 წუთის განმავლობაში.

შემდეგ ჩამოიბანეთ ანადუღარი, თბილი წყლით (გაითვალისწინეთ! არამც და არამც ონკანის წყლით, ქლორი ყველა თქვენს მონდომებას წყალში ჩაყრის). ბოლოს კი ცივი, ანადუღარი წყალი შეისხით.

ყურადღება!
რადგან ნიღაბს დამჭიმავი ეფექტი აქვს, შესაძლოა, ჩამობანვის შემდეგ იგრძნოთ კანის დაჭიმულობა. ამიტომაც აუცილებლად გადაისვით დამატენიანებელი კრემი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 9 /
gvanca
ყველა ასაკის ადამიანზეა რეკომენდირებული?
22:10 / 02-01-2015
გამოხმაურება / 0 /
gvanca
ყველა ასაკის ადამიანზეა რეკომენდირებული?
22:10 / 02-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93