დაფნის ზეთი ძალიან სასარგებლოა და გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა ართრიტი, რევმატიზმი, ართროზი, ჰაიმორიტი, კუნთების ტკივილი. ამის გარდა, ამშვიდებს ნერვებს და აყუჩებს თავის ტკივილს.
დამზადების წესი:
დააქუცმაცეთ 30 გრ დაფნის ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მცენარეული ზეთი და 1 საათით ჭურჭელი ჩადგით ცხელ წყალში. შემდეგ ამოიღეთ და დადგით დასაყენებლად 1 კვირით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ისევ ჩადგით ჭურჭელი ცხელ წყალში 1 საათით. ამოღების შემდეგ ნარევი გაწურეთ და ზეთი შეინახეთ მაცივარში.
მკურნალობა:
წელის ტკივილის და რადიკულიტის დროს გაათბეთ დაფნის ზეთი ცხელ წყალზე და ოდნავ დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. ძილის წინ მცირე რაოდენობის ზეთი ფრთხილად შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში და თბილად შეიხვიეთ.
მოერიდეთ ხერხემალზე წასმას! დილით ზეთის ნარჩენები მოიწმინდეთ სველი დოლბანდით. პროცედურები ჩაიტარეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
იხილეთ სრულად: reitingi.ge