იცოდით, რომ სწორედ ჟელატინის შემცველ ნიღბებს იყენებენ ძვირად ღირებულ სალონებში, რათა გაასწორონ ყველაზე ღრმა ნაოჭებიც კი?
ასევე ჟელატინს იყენებენ შამპუნებში, როგორც პროტეინის შემცველ დანამატს და ფრჩხილების გასამაგრებელ საშუალებებშიც.
გთავაზობთ ჟელატინის საფუძველზე დამზადებულ რამდენიმე ნიღაბს, რომელიც კანის სხვადასხვა პრობლემას მოგიგვარებთ:
1. ჟელატინის კრემი ნაოჭების საწინააღმდეგოდ
შეურიეთ ერთმანეთში 1 სავსე ჩაის კოვზი ჟელატინი, 0,5 ჭიქა წყალი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, 0,5 ჭიქა გლიცერინი და 1 გრ (დანის წვერით) სალიცილის მჟავა.
ჭურჭელი, რომელშიც ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, ჩადგით ცხელ წყალში და ურიეთ მანამ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.
გადმოიღეთ ჭურჭელი ცხელი წყლიდან და გააგრილეთ, თან კვლავ ურიეთ, სანამ მასა ჟელესებური არ გახდება. მომზადებული კრემი ისვით სახეზე ყოველდღე, დაძინებამდე 2 საათით ადრე. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი კრემის ნარჩენი, რომელიც კანმა არ შეიწოვა, ჩამოიწმინდეთ ხელსახოცით.
კრემის ეს რაოდენობა 1 თვე გეყოფათ. შეინახეთ მაცივრის ზედა თაროზე.
თითო ჯერზე წასასმელი კრემი შეათბეთ (არ შეათბოთ ხოლმე მთლიანი მასა) და ისე წაისვით სახეზე.
2. ჟელატინისა და ბანანის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
2 სუფრის კოვზ ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი ჟელატინი და გააჩერეთ, სანამ გაფუვდება.
შემდეგ დაუმატეთ მწიფე ბანანის 2 ჩაის კოვზი პიურე, კარგად აურიეთ და წაისვით გასუფთავებულ კანზე.
ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
3. ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი ჟელატინით, გლიცერინითა და თაფლით
4 სუფრის კოვზ გლიცერინს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზი ჟელატინი და 4 სუფრის კოვზი წყალი. ყველაფერი კარგად აურიეთ და მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, თან შეუჩერებლად ურიეთ, სანამ ყველა ინგრედიენტი კარგად არ გაიხსნება. შემდეგ დაუმატეთ კიდევ 4 სუფრის კოვზი ადუღებული წყალი, კარგად აურიეთ და მოათავსეთ სტერილურ, თავდახურულ ქილაში.
ნიღაბი დაიდეთ სახეზე 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
ამ ნიღბის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში დიდი ხნით.
ასევე იხილეთ:
ჟელატინის სუპერეფექტური ნიღბები - ასწორებს ყველაზე ღრმა ნაოჭებს
ჟელატინის ნიღაბი თმის სწრაფად გასაზრდელად