თმის ნიღაბი შამპუნის ნაცვლად - ბზინვარე და ჯანსაღი თმისთვის - Marao

თმის ნიღაბი შამპუნის ნაცვლად - ბზინვარე და ჯანსაღი თმისთვის

2015-02-04 15:45:45+04:00

ამ ნიღბის შემდეგ თმა ბზინვარე გაგიხდებათ. თუ ხშირად გამოიყენებთ, მას შეუძლია შამპუნიც ჩაანაცვლოს.

მომზადება: 1 სადილის კოვზი მდოგვის ფხვნილი გახსენით კეფირში. ფაფისმაგვარი მასა უნდა მიიღოთ. დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი.

ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გადაურიეთ. წაისვით თავზე და თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. გაიკეთეთ თავის მასაჟი, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და ქუდი დაიხურეთ. ნიღაბი თმაზე 10-15 წუთი უნდა გაიჩეროთ და ჩამოიბანოთ.