ყველა ქალს აქვს სილამაზის თავისი პატარ-პატარა საიდუმლოებები. როგორ მოვიქცეთ, როცა თვალის უპეები ჩაშავებული გვაქვს? როგორ დავიყენოთ სწორად თმა ისე, რომ წვეულების ბოლოსაც შეუდარებლად გამოვიყურებოდეთ? როგორ გავიკეთოთ შინ იდეალური მანიკიური?
მსგავსი კითხვები ბევრ ქალს აწუხებს. არაჩვეულებრივი შანსი გაქვს, შეავსო შენი ცოდნა თავის მოვლასთან დაკავშირებით: ეს 27 ხრიკი ნებისმიერ ქალს გამოადგება:
1. გსურს, რომ ფრჩხილზე ლაქი სწრაფად გაშრეს? ჩაყავი ლაქწასმული თითები ყინულიან წყალში – უსწრაფესად გაგიშრება.
2. სანამ ფრჩხილზე ლაქს წაისვამდე, ნუნებზე ბამბის ჩხირით ზეითუნის ზეთი წაისვი. ასე მარტივად მოიშორებ ლაქს, რომელიც შემთხვევით კანზე მოგხვდება.
3. ლაიფჰაკი მათთვის, ვისაც დრო არ აქვს და სწრაფად აქვს მანიკიური გასაკეთებელი. წაისვი ძველ მანიკიურზე გამჭვირვალე ლაქი, ზემოდან დაიყარე შესაფერისი ტონის ბრჭყვიალები (ე.წ. ბლიოსტკები) – ფრჩხილები მაშინვე გარდაიქმნება.
4. ფრჩხილის პრიალა ლაქის გლუვად, ხაოიანად გადაკეთება ძალიან მარტივია: გააჩერე ლაქწასმული თითები რამდენიმე წუთით ორთქლზე – წყლის ან სუპის, მაგალითად. შესანიშნავ გლუვ ზედაპირს მიიღებ!
5. მოგეხსენებათ, ბრჭყვიალებიანი მანიკიურის მოცილება ფრჩხილიდან არც ისე ადვილია. ამიტომაც დაასველე ბამბა აცეტონში, დაიდე თითოეულ ფრჩხილზე და შეიხვიე ფოლგით. რამდენიმე წუთში ლაქი მთლიანად მოგცილდება.
6. აუცილებლად წაისვი მკვებავი ბალზამი თვალების ქვეშ: ყველაზე მოსახერხებელი ამის გაკეთება არათითით არის.
7. იმისათვის, რომ მაკიაჟს ბუნებრივი სიბზინვარე მიანიჭო, მაკიაჟის გაკეთების სულ ბოლო ეტაპზე ლოყებზე წაისვი რამდენიმე წვეთი ზეთი.
8. თუ ფანქრით სწორი ხაზების გაკეთება თვალებზე არ გამოგდის, ისწავლე ფანქრის ჰორიზონტალურად დაჭერა და ფანქრის მსხვილი ბოლოთი ხატვა – ეს წარმატების საწინდარია. პირველივე გასმაზე სწორი ხაზი არ გამოგივა. ამიტომაც 3-4 პატარა შტრიხის გაკეთება მოგიწევს. ისრის ხატვა თვალის შუა ხაზიდან დაიწყე.
9. იქამდე, სანამ თვალისა და ტუჩის ფანქარს გათლიდე, რამდენიმე ხანი ისინი მაცივარში მოათავსე – ასე ნაკლებმტვრევადი იქნება ფანქარი.
10. შეურიე მუქი და ღია ფერის თვალის ჩრდილები ერთმანეთს – მაგალითად, ყავისფერი მუქ-მწვანეს და ლურჯი კრემისფერს. ჩრდილების ასეთი ვარიანტი წვეულებისთვისაც გამოგადგება და ყოველდღიური მაკიაჟისთვისაც.
11. ღაწვის ჩრდილი (ე.წ. რუმიანა) ღაწვებზე თმის ზრდის მიმართულებით წაისვი.
12. მაკიაჟის მოსაშორებელი შეუდარებელი საშუალებაა – ქოქოსის ზეთი. ჩამოიშორე ჩვეული წესით მაკიაჟი, შემდეგ ბამბის ტამპონზე დაასხი ცოტაოდენი ქოქოსის ზეთი და ჩამოიშორე დარჩენილი ჭუჭყი არა მარტო სახიდან, არამედ თვალებიდანაც. შედეგი არაჩვეულებრივია!
13. დაიყარე შეღებილ ტუჩებზე შესაფერისი ფერის თვალის ჩრდილები – ასე პომადა ბევრად დიდხანს გაგიძლებს ტუჩზე.
14. სანამ თვალზე ტუშს წაისვამდე, წამწამების ქვეშ დაიდე მუყაოს პატარა ნაჭრები (მაგალითად, სავიზიტო ბარათის). ასე თამამად შეგიძლია წაისვა ტუში და არ ინერვიულო, რომ თვალის ირგვლივ ქუთუთები დაგესვრება!
15. როცა დაბანის შემდეგ თმაზე კონდიციონერს წაისვამ, მსუბუქი მოძრაობებით გაინაწილე ის თმის მთელ ზედაპირზე და აცადე თმას, გაშრეს ისე, რომ არ დაივარცხნო. ამ მეთოდით თმა არ გაგეპუწკება.
16. როცა თმას ფენით იშრობ, მოცულობის მისაცემად დაიწყე ჰაერის ცხელი ნაკადით გაშრობა თმის ძირებიდან.
7. ნაწნავის გაკეთებისას, გამოიყენე თმის დასაყენებელი მუსი - ასეთი მარტივი ვარცხნილობაც კი ბევრად ლამაზი გამოვა.
18. არ დაგავიწყდეს თმის დავარცხნა წინ გადახრილი თავით. ეს კარგად ამაგრებს თმის ძირებს.
19. როცა არ გაქვს დრო თმის დასახვევად დილით, წინა საღამოდან იზრუნე ამაზე: წაისვი დასაფიქსირებელი კრემი თმის რამდენიმე დანაყოფზე, დაადე თითოეული ნაწილი ფოლგის ნაჭრებს და გადაახვიე. დილით ულამაზესი ხვეული თმით გაიღვიძებ.
20. პირსახოცით თმა ძალიან ძლიერად არ გაიშრო. ასე თმა სუსტდება. შეეცადე, უხეში პირსახოცის ნაცვლად რბილი ქსოვილი გამოიყენო – ამისთვის ძველი მაისურიც გამოდგება.
21. მშრალი შამპუნი, ანუ ბავშვის ტალკი თმის ძირების ზედმეტი ცხიმიანობისგან გიხსნის. დაიყარე ცოტაოდენი პუდრა ძირებში – თმა სუფთა და მოცულობითი იქნება მთელი დღის განმავლობაში.
22. ყოველთვის იქონიე სამუშაო ადგილას სახისა და სხეულის დამატენიანებელი სპრეი, განსაკუთრებით, ცხელი ზაფხულის დღეებში. კარგად დატენიანებული კანი ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურება!
23. დილაობით თვალები ცივი წყლით დაიბანე ან უბრალოდ, გაიწმინდე ყინულის კუბებით – ასე უცებ მოიხსნი შეშუპებას და კანი მოვლილი და ლამაზი გახდება.
24. კანზე ანთებითი ადგილები ნაკლებშესამჩნევი გახდება, თუ პრობლემურ ადგილებზე ყინულს დაიდებ. ძალიან კარგია გამონაყარის დროს გაყინული "ნაფტიზინის" წვეთები – ნებისმიერი სახის მუწუკი ასე შეუმჩნეველი გახდება.
25. არ იჩქარო გამოუსადეგარი სახის კრემის გადაგდება. წაისვი სქელ ფენად ფეხის ტერფზე. უმჯობესია, ღამით. დილით საოცრად ნაზი ფეხის ტერფები გექნება.
26. საუკეთესო, რაც შეგიძლია საკუთარი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის გააკეთო, არის - იყიდო წვენსაწური და ყოველდღე მოიმზადო სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის ახალ-ახალი წვენები.
27. სცადე მშრალი სკრაბირების გაკეთება – ინტენსიურად გაიხეხე სხეული მშრალი ჯაგრისით იქამდე, სანამ შხაპს მიიღებდე. ამის შემდეგ საოცრად ნაზი კანით აღფრთოვანდები...