გოგონების უმეტესობა გრძელ და ლამაზ თმაზე ოცნებობს, მაგრამ მისი გაზრდა ყველას არ შეუძლია. თუნდაც დიდი ხანი არ შეიჭრან თმა, ის მაინც ძალიან ნელა იზრდება.
ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს: გენეტიკური ფაქტორი, არასწორი მოვლა ან მკვებავი ელემენტების უკმარისობა.
გთავაზობთ 8 შესანიშნავ ნიღაბს, რომელიც თქვენს თმას სწრაფადაც გაზრდის და მას ჯანმრთელ იერს მიანიჭებს:
1. ტომატის ნიღაბი
ეს ნიღაბი ეფექტურად ასტიმულირებს თმას. აიღეთ მწიფე პომიდორი და გააცალეთ კანი. შემდეგ გახეხეთ ერთგვაროვანი ფაფის მიღებამდე და წაისთვით თმის ძირებში. ჩამოიბანეთ 15-20 წუთში.
2. ნიღაბი ხახვის წვენისგან
მისი სისტემატურად გამოყენების შემთხვევაში 2 კვირაში საგრძნობლად გაიზრდება თმა. აიღეთ 2 სუფრის კოვზი ხახვის წვენი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და 6 სუფრის კოვზი ჭინჭრის ნახარში. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. შეიფუთეთ თმა ცელოფნით, გაიჩერეთ ერთი საათი და ჩამოიბანეთ შამპუნით.
3. თაფლის ნიღაბი
იმისათვის, რომ დააჩქაროთ თმის ზრდა, აუცილებელია ამ ნიღბის ყოველდღიურად თუ არა, ორ დღეში ერთხელ გაკეთება. აიღეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი, ამდენივე კონიაკი და ერთი კვერცხის გული. ათქვიფეთ ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და წაისვით თმის მთელ სიგრძეზე. შეიფუთეთ ცელოფნით, ზემოდან კი პირსახოცით. გაიჩერეთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში.
4. ვიტამინების ნიღაბი
ვიტამინების დარტყმით დოზას შეუძლია საგრძნობლად დააჩქაროს თმის ზრდა. ერთნაირი რაოდენობით აურიეთ სელისა და ბირკის ზეთი და დაუმატეთ "აევიტის" 12 კაპსულა. შეიზილეთ ეს ნაერთი თმის ძირებში, შეიფუთეთ თავი ცელოფნით და გაიჩერეთ ერთი საათი. შემდეგ ჩამოიბანეთ თმა და შეიმშრალეთ პირსახოცით. ამ პროცედურის გაკეთება აუცილებელია კვირაში სამჯერ მაინც.
5. მდოგვის ნიღაბი
ეს ნიღაბი აჩქარებს ზრდის პროცესს. აიღეთ 200 მლ კეფირი, ერთი კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი მშრალი მდოგვი. ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში 40-60 წუთით. იმისათვის, რომ კარგი შედეგი მიიღოთ, ნიღბის გაკეთება აუცილებელია ყოველდღიურად, ერთი თვის განმავლობაში.
6. ლუდის ნიღაბი
აურიეთ ერთმანეთში 200 მლ ლუდი და ათქვეფილი 2 კვერცხის გული. გაინაწილეთ ნიღაბი თმის მთელ სიგრძეზე და გაიჩერეთ ერთი საათი. ნიღაბი უფრო ეფექტური იქნება, თუკი თავს ცელოფნით, შემდეგ კი პირსახოცით შეიფუთავთ.
7. ზეთის ნიღაბი
ამ ნიღბის შემადგენლობაში შედის ზეითუნის, ქაფურისა და ქოქოსის ზეთი. სამივე ერთნაირი პროპორციებით აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმის ძირებში. შემდეგ კარგად დაიმასაჟეთ თავის კანი და შეიფუთეთ ცელოფნით. გაიჩერეთ ნიღაბი ერთი საათი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ჯერ შამპუნით, ბოლოს კი გადაივლეთ წყალში გაზავებული ლიმონის წვენი.
8. ოხრახუშის თესლი
ოხრახუშის თესლი – ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ცხიმოვანი მჟავების ნადვილი საბადოა. დაფქვით თესლი რაც შეიძლება წმინდად და შეიზილეთ სველი თმის ძირებში. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ.