რჩევები

თმის 5 აღმდგენი ნიღაბი, რომელიც 100%-იან შედეგს იძლევა

თმის 5 აღმდგენი ნიღაბი, რომელიც 100%-იან შედეგს იძლევა
თაფლის ნიღაბი
1 კვერცხის გულს შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი.
ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაიდეთ მიღებული ნიღაბი თმაზე. შეიფუთეთ ჯერ პოლიეთილენის პარკით, შემდეგ პირსახოცით. გაიჩერეთ 40 წუთი, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

კონიაკის ნიღაბი

ერთი კვერცხის გულში გაქენით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაყი ან კონიაკი. ნიღაბი შეიზილეთ თმაში 30-40 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
Image result for hair gif

საფუვრის ნიღაბი

საფუვრის ფხვნილი გახსენით კეფირში (დაიცავით თანაბარი პროპორციები) თხელი ფაფის კონსისტენციამდე. შეიზილეთ ნიღაბი თმაში,
გაიჩერეთ 30-40 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თმის ცვენის შესაჩერებელი ნიღაბი

აიღეთ 1 ლიმონი და კამფორის ზეთის 1 ბოთლი (იყიდება აფთიაქში). ლიმონისგან გამოწურეთ წვენი და შეურიეთ მთლიან ფლაკონ ზეთს – თმის სამკურნალო საშუალება მზად არის. მასა კარგად შეიზილეთ თმის ძირებში. გაიჩერეთ 5-10 წუთი, შემდეგ შეიფუთეთ ჯერ ცელოფნით, შემდეგ დაიხურეთ შალის ქუდი და გაიჩერეთ მთელი ღამით.
Image result for hair gif

"მჟავე" ნიღაბი

თმასა და თავის კანში შეიზილეთ კეფირი, არაჟანი ან მაწონი (თითოეულში შეგიძლიათ შეურიოთ ცოტაოდენი მარილი). თმა შეიფუთეთ ცელოფნით, შემდეგ კი პირსახოცით, გაიჩერეთ 1-2 საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ.

8 ნიღაბი მათთვის, ვინც გრძელ და ჯანმრთელ თმაზე ოცნებობს

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ნინ
Mწვანე თიხა სად ვიშოვო? ამდენ რამდენი უნდა ეს ყველაპერი?
18:46 / 24-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მარტა
მე გასწავლით, მწვანე თიხაში შEურიეთ ძმარი და წყალი შEიფუთეტ ერთი საათი,პირდაპირ ჩამოიბანეთ არავითარი შამპუნი, გაგიჟდებით ისეთი მაგარია
23:20 / 23-04-2015
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი