ეს ნიღაბი არა მხოლოდ წვრილ ნაოჭებს გაასწორებს, არამედ შეამცირებს ღრმა ნაოჭებსაც სახესა და ყელზე.
ასევე, კანი გახდება რბილი, გლუვი და ჩვილი ბავშვის კანივით ნაზი.
ინგრედიენტები:
- ერთი სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი;
- 1/2 სუფრის კოვზი გრილი წყალი;
- 0,5 ლ მდუღარე;
- 5 სუფრის კოვზი ახალგამოწურული სტაფილოს წვენი;
- 1 სუფრის კოვზი ცხიმიანი არაჟანი;
მომზადების წესი:
- აიღეთ ემალის ჯამი, ჩაასხით გრილი წყალი და ჩაყარეთ სახამებელი (კარტოფილის ფქვილი). კარგად მოურიეთ, ისე, რომ ფქვილი ბოლომდე გაიხსნას.
- შემდეგ დაუმატეთ ადუღებული წყალი და დადგით ცეცხლზე. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ არ გასქელდება.
- გადმოიღეთ ჯამი ცეცხლიდან, დაუმატეთ სტაფილოს წვენი და არაჟანი. კარგად აურიეთ.
- დაიდეთ ნიღაბი თხელ ფენად სახესა და ყელზე 25-30 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
- ნიღაბი შეინახეთ მაცივარში, ოღონდ არაუმეტეს 3 დღისა. ამ ნიღბის კურსი 6-დღიანია. იკეთებთ ყოველდღე, შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.